ჟურნალისტი, ვახო სანაია "ნაპოლის" ქართველ ფეხბურთელს, ხვიჩა კვარაცხელიას აკრიტიკებს. მისი თქმით, ფეხბურთელს, რომელსაც საქართვეოს ნაკრების ფორმა აცვია, უკრაინაში მიმდინარე რუსულ ომზე ხმის ამოუღებლობა არ ეპატიება.
სანაია პროდიუსერ მიშა მშვილდაძის ფეისბუქპოსტის ქვეშ კომენტარებში კვარაცხელიას საფეხბურთო აგენტს, მამუკა ჯუღელსაც აკრიტიკებს და ჩაწყობილი თამაშების საკითხს უსვამს ხაზს.
"და ყ@ეზე რო დაიკიდო ეგ ამბავი ? ან მეორე ვარიანტია, უფრო სწორი და სამართლიანი - თეთრზე თეთრი რომ ვთქვათ და შავზე - შავი ? ეგ იგივეა, გარეჯზე გვეძახა, ქართულო ოცნებავ, გეთანხმებით, რომ გარეჯი საქართველოა, თიტქოს ამით რამე ახალს ვიტყოდით. და რადგან მაგაზე ააგეს კამპანია, გვეთქვა, ჯანდაბას ილიჩოვა და მელაშვილი ისხდნენ ციხეში ცოტა ხანს, არ შემოგვეტენოს ამბავი, რომ თითქოს ჩვენ ,,გარეჯი საქართველოს" წინააღმდეგი ვართო. ღარიბაშვილის კრიტიკას რა უნდა, ეგ ყველას შეუძლია, კარგი გოლის გამტანსაც რომ გააკრიტიკებ, იმიტომ, რომ ყ@ეურად იქცევა, ეგაა საქმე. თითქოს არ ვიცით, რატომ ვერ ამბობს ტიპი ერთ სიტყვას უკრაინაზე, პუტინზე, თითქოს არ ვიცით, მამუკა ჯუღელი ვინ არის. თითქოს არც გაზაევების ოჯახი ვიცით, არც ახრიკ ცვეიბა და მთელი ეგ შაიკა მამუკა ჯუღელის წარმომადგენლობით. არც ჩაწყობილ თამაშებზე გვსმენია სკანდალები რუსეთში და გარიგებებში ჯუღელზე ეჭვების შესახებ იმავე რუსულ პრესაში. ერთი სიტყვა უკრაინაზე და სახეს გააძრობენ ჯუღელს რუსეთში. აი, მაგის ეშინიათ. ჩვეულებრივად ხურდავდება საქართველო ჯუღელის ინტერესებში. ფეხზე გაკეთებული შიტოკი რომ სიაფანდი ამბავია, მაგასაც ყველა ხვდება. მაგას ღარიბაშვილიც გააკეთებს დღესვე. ,,ჩემს სამშობლოს სჭირდებოდა და წამოვედი რუსეთიდან" - ეგეც ბლეფია. ჯუღელს სჭირდებოდა და წამოიყვანა იმ კონკრეტულ მომენტში და ვინ რა და როგორ მიიღო ფული, ეგ ცალკე ამბავია. რუბინს არაფერი შეხვდა ? და ჯუღელს მომავალშიც გაიკარებს რუბინი, თუ კვარაცხელიას ტრანსფერიდან არაფერი ჩაიტანა ? ეგ აჭამონ არიფებს. აი, ეგაა მთელი ავანჩავანი ამ ამბის. ხომ ჩააცვა გაზპრომის ფორმა ცრვენა ზვეზდაში საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს. ააა, არც მაგაზეა საჭირო რეაქცია ხო ? ეგრე იყო კალათბურთის ნაკრების კაპიტანი რუსეთის ჯარისკაცების გუნდში რომ გადავიდა. არც ეგ ყოფილა პრობლემა თურმე. მოკლედ, მიდგომა არასწორია - გოლის დროს, ვისაც უნდა დაუკრას ტაში, მისი პირადი არჩევანია, მაგრამ სადაც არასწორია - იქ უნდა თქვა ადამიანმა, რომ არასწორია. სიმართლე ყველა გოლზე მნიშვნელოვანია. კაცი საქარტველოს ნაკრების ფორმით დარბის და პუტინზე სიტყვას ვერ ძრავს. რატომ ვერ ძრავს, ავხსენი, ვინც არ იცის ეს საკიტხი კარგად, შეუძლია დანარცენი თავად დაგუგლოს. არასდროს გამიკრიტიკებია, როცა რუსეთსი თამაშობდა, რადგან ბევრი ქართველის მსგავსად, იქ მუშაობდა და მისი საქმე ეს იყო, მაგრამ ახლა ? უკრაინაში ომის ფონზე ? ჩემი რჩევაა, ნუ წახვალთ მაგ კომპრომისზე - ნაკრების მაისურა აცვია, ნაკრების დროშის ქვეშ თამაშობს, ეს დიდი პასუხისმგებლობაა. მაშინ რატომ აკრიტიკებდით ერისიონს, კრემლის დარბაზში რომ იცეკვა ? რა გინდათ ქეთა თოფურიასგან ? რა გინდათ მეგი გოგიტიძისგან, მოსკოვში რომ იმღერა რამდენიმე კვირის წინ, იმ კონცერტზეც გამოჩნდა საქარტველოს დროშა. ქართული ოცნების ყრილობებზეცაა საქარტველოს დროშა. შიტოკზე გაკეთებულ დროშაზე დაგოიმება რა უბედურებაა. მოკლედ, ან სიმართლის მხარეს ხარ ან მიჰყვები ქართულ ოცნებას ტყუილში და იმ პროპაგანდაში, რაც იყო ,,გარეჯი საქართველოა". არავის გოლი არ მეწყინება ასი წელი, თუ ის ჩვენს კარში არ გადის, მაგრამ ბოდიში პუტინისგან შეშინებული ტიპები თუ არ მხიბლავს და მამუკა ჯუღელზე თუ არ მაქვს სწორება. უამრავი ქართველი მუსაობს რუსეთსი, ოჯახებს არჩენს აქ, მაგრამ ვინმე აკრიტიკებს მათ ? მაგრამ როცა საქართველოს ნაკრებში თამაშობ, არ გეპატიება", - დაწერა ვახო სანაიამ მშვილდაძის შემდეგი პოსტის ქვეშ:
"ახლა უყურეთ და მერე არ თქვათ რომ არ გამიფრთხილებიხართ - როგორც ჩანს შემდეგი არჩევნების ერთ ერთ მთავარ თემად გადაქცევას შეეცდება მთავრობის პროპაგანდონია, რომ კვარას თემაა წყალგამყოფი - მთავრობა ხელს უწყობს და გულშემატკივრობს და აპაზიცია დაბოღმილია და ცუდი უნდა - ათასპროცენტიანი იდიოტობაა ესა ცხადია, მარა უარესებიც კიდეც უქნიათ და კიდეც გითოხლიათ, გარეჯის მადლმა, ჰოდა თხოვნა იქნება, რომ ნურავინ შეეცდებით ამ საქმეში სასარგებლო მიამიტების როლის შესრულებას, ყველა მხარეს მოგმართავთ - გმადლობთ და მიაქციეთ ყურადღება რომ კეთილგანწყობის ნიშნად იდიომაში სიტყვა მიამიტი ჩავაინტეგრირე".
წყარო: tia.ge
"კარგი გოლის გამტანსაც რომ გააკრიტიკებ, იმიტომ, რომ ყ@@ურად იქცევა, ეგაა საქმე... კაცი საქართველოს ნაკრების ფორმით დარბის და პუტინზე სიტყვას ვერ ძრავს..." - ვახო სანაია ხვიჩა კვარაცხელიაზე
5-09-2022, 20:26
კომენტარები
20-11-2024 20:12
1 553
გიორგი მიქაუტაძის შეძენა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გრანდს სურს
ვრცლად
20-11-2024 15:17
257
„ბოლო ოთხ ტურში ერთი ქულისთვის მადლობის გადახდა, არის, პირველ რიგში, შეურაცხყოფა...“ – გიორგი კეკელიძის მკვეთრი შეფასება
ვრცლად
20-11-2024 08:28
2 380
ვის და როდის შეხვდება საქართველოს ნაკრები B დივიზიონში დასარჩენად ?
ვრცლად
20-11-2024 01:05
3 748
ვინ არის ლუკა ხარატიშვილი, რომელმაც საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპაზე გაიყვანა ?
ვრცლად