ცნობილი გახდა, რომ საბერძნეთის სუპერლიგაში მოთამაშე „პაოკი“ მთავარ მწვრთნელად თემურ ქეცბაიას იწვევს. ინფორმაციას ამის შესახებ ბერძნული სააგენტო Enwsi.gr ავრცელებს.
ზოგადად, ფეხბურთში მსგავსი ხასიათის ჭორები უცხო არ არის, მაგრამ „პაოკის“ ვარიანტი იმით არის გამორჩეული, რომ კლუბის პრეზიდენტი საქართველოში, წალკის რაიონ სოფელ სავთაში დაბადებული რივან სავიდია.
სოფელ სავთა ეთნიკურად ბერძნებით დასახლებული სოფელია. სწორედ აქ დაიბადა ივანი 61 წლის წინ. მოზრდილობის ასაკში, როდესაც ის 15 წლის იყო სასწავლებლად რუსეთის ქალაქ როსტოვში წავიდა. რუსეთში მან ფეხი კარგად მოიკიდა. 2003 წლამდე იყო ადგილობრივი დუმის დეპუტატიც, პარალელურად კი საკუთარ ბიზნესსაც აწარმოებდა.
2002-2005 წლებში, სავიდი საფეხბურთო კლუბ როსტოვის პრეზიდენტი იყო. მისი პრეზიდენტობის პერიოდში კლუბში სამმა ქართველმა ფეხბურთელმა იასპარეზა: რატი ალექსიძემ, გოჩა ხოჯავამ, გია გრიგალავამ. 2012 წელს სავიდი ბერძნული პაოკის მფლობელი გახდა. მან კლუბში დიდი ინვესტიცია ჩადო და გუნდი საბერძნეთში ტიტულების მთავარ პრედენდენტთა შორის დააბრუნა.
FORBES-ის მონაცემებით, სავიდის ქონება 1.6 მილიარდ დოლარს შეადგენს.
წყარო : პრაიმტაიმი
საქართველოში დაბადებულმა მილიარდელმა თემურ ქეცბაია სამუშაოდ მიიწვია
კომენტარები
22-11-2024 23:04
5 872
გიორგი მამარდაშვილი ახალდაბადებული შვილის პირველ ფოტოს აქვეყნებს
ვრცლად
22-11-2024 15:02
1 208
ერთა ლიგის B ჯგუფში დარჩენისთვის საქართველოს ნაკრების მეტოქე ცნობილია
ვრცლად
21-11-2024 22:57
358
„ბარსას კვარა მოსწონს, თუმცა...“ - ბოლო ცნობები კატალონიიდან
ვრცლად
20-11-2024 20:12
10 884
გიორგი მიქაუტაძის შეძენა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გრანდს სურს
ვრცლად