დღის ახალი ამბები

"ქართველებო, ეს ბიჭი არასწორია ჩემთან და არ დაუმსახურებია ჩემთან ბრძოლა, მაგრამ მზად ვარ, ჭკუა ვასწავლო" - მერაბ დვალიშვილის სკანდალური განცხადება მის მომდევნო მეტოქეზე

"ქართველებო, ეს ბიჭი არასწორია ჩემთან და არ დაუმსახურებია ჩემთან ბრძოლა, მაგრამ მზად ვარ, ჭკუა ვასწავლო" - მერაბ დვალიშვილის სკანდალური განცხადება მის მომდევნო მეტოქეზე
19-09-2024, 19:18

UFC-ის ქარ­თვე­ლი ჩემ­პი­ო­ნის, მე­რაბ დვა­ლიშ­ვი­ლის მომ­დევ­ნო მე­ტო­ქედ, და­ღეს­ტნე­ლი მებ­რძო­ლი, უმარ ნურ­მა­გო­მე­დო­ვი გა­ნი­ხი­ლე­ბა, რო­მე­ლიც ლე­გენ­და­რუ­ლი ხა­ბი­ბის ბი­ძაშ­ვი­ლია.

  • მე­რა­ბი ამ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით "ფე­ის­ბუქ­ში" პოსტს აქ­ვეყ­ნებს და იმ უსა­მარ­თლო­ბა­ზე წერს, რა­საც გა­და­ა­წყდა. მე­რა­ბი ასე­ვე აზი­ა­რებს ვი­დე­ოს, რო­მე­ლიც მას შემ­დეგ არის გა­და­ღე­ბუ­ლი, რაც პი­ოტრ იანი და­ა­მარ­ცხა. ვი­დე­ო­ში ჩანს, რო­გორ ულო­ცავს გა­მარ­ჯვე­ბას მე­რაბს უმარ ნურ­მა­გო­მე­დო­ვი.
"ეს იყო პი­ტერ ია­ნის ბრძო­ლის შემ­დეგ. მე­გო­ნა, ამ არას­წორს მო­ლოც­ვა უნ­დო­და, მაგ­რამ შემ­დეგ გა­ირ­კვა, რომ ჩემი ბრძო­ლა­ში გა­მოწ­ვე­ვა უნ­დო­და. ასეც მოხ­და.
მე­ო­რე დღეს UFC-მ ამ ბრძო­ლა­ზე კონ­ტრაქ­ტი გა­მო­მიგ­ზავ­ნა და ფაქ­ტი­უ­რად მი­ჩა­ლი­ჩებ­და ყვე­ლა. რად­გან 2 თვე­ში ისევ უნდა მებ­რძო­ლა ურე­ი­ტინ­გო ძლი­ერ მებ­რძოლ­თან მა­შინ, როცა ვერც დას­ვე­ნე­ბას მო­ვაწ­რებ­დი და ვერც მომ­ზა­დე­ბას ახა­ლი ბრძო­ლის­თვის.

მე ზე­დი­ზედ 9 გა­მარ­ჯვე­ბა მქონ­და მო­პო­ვე­ბუ­ლი. რე­ი­ტინ­გშიც N1 ვი­ყა­ვი. უმარს დიდი ამ­ბი­ცი­ე­ბი და სპორ­ტუ­ლი უპა­ტივ­ცე­მუ­ლო­ბა ამოძ­რა­ვებ­და ჩემს მი­მართ.
ქარ­თვე­ლე­ბო, რომ იცო­დეთ ეს ბიჭი არას­წო­რია ჩემ­თან და არ და­უმ­სა­ხუ­რე­ბია ჩემ­თან ბრძო­ლა. თუმ­ცა იმი­ტომ, რომ ხა­ბი­ბის ბი­ძაშ­ვი­ლია, ამა­საც თეთ­რი ფა­ფა­ხი აქვს, და­უ­მარ­ცხე­ბე­ლია, არა­ბი შე­ი­ხე­ბი­დან ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რა აქვს, რომ­ლე­ბიც ას­პონ­სო­რე­ბენ UFC-ის.
UFC-იც ხელს უწყობს და შე­ახ­ვედ­რეს N 2-ს, რომ რე­ი­ტინგზიც კარ­გად ჩამ­ჯდა­რი­ყო. მოკ­ლედ, UFC-ს აწყობს ამის გა­ჩემ­პი­ო­ნე­ბა, რად­გან ფი­ნან­სუ­რად მომ­გე­ბი­ა­ნი იქ­ნე­ბა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის­თვის. ამი­ტომ, მზად ვარ ვებ­რძო­ლო მას შემ­დე­გი და მი­ვი­ღო ეგ გა­მოწ­ვე­ვა.
ამა­საც ვას­წავ­ლი ჭკუ­ას და პა­ტი­ვის­ცე­მას…" - წერს მე­რაბ დვა­ლიშ­ვი­ლი.
ცნო­ბის­თვის, მე­რაბ დვა­ლიშ­ვილ­მა სა­ჩემ­პი­ო­ნო ბრძო­ლა­ში შონ ომა­ლი და­ა­მარ­ცხა და ჩემ­პი­ო­ნის ქა­მარს და­ე­უფ­ლა.

წყარო: ambebi.ge/




გაზიარება
მოინახულეს 81-ჯერ
კომენტარები
მსგავსი საიხლეები
  1. "ბევრი იმედგაცრუება, მძიმე მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში, დედისა და ძმების დაკარგვა" - ქართველ ძალოსანთა ტრიუმფის მთავარი შემოქმედის პირადი ცხოვრება, მამის კვალზე წასული ვაჟები და ულამაზესი ქალიშვილები
  2. "ბევრი იმედგაცრუება, მძიმე მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში, დედისა და ძმების დაკარგვა" - ქართველ ძალოსანთა ტრიუმფის მთავარი შემოქმედის პირადი ცხოვრება, მამის კვალზე წასული ვაჟები და ულამაზესი ქალიშვილები
  3. "კვარა" "ნაცებსაც" უნდა უყვარდეთ, "ქოცებსაც, ორივე ფლანგის გირჩებსაც და ტიფოზებსაც... ყველამ თავისი საქმე აკეთოს"
  4. "ბევრი იმედგაცრუება, მძიმე მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში, დედისა და ძმების დაკარგვა" - ქართველ ძალოსანთა ტრიუმფის მთავარი შემოქმედის პირადი ცხოვრება, მამის კვალზე წასული ვაჟები და ულამაზესი ქალიშვილები
  5. "არასდროს მინანია, რუსეთის ნაკრების წევრი რომ ვიყავი" - ვინ არის და რას ამბობდა წლების წინ "ნაცმოძრაობის" ახალი სახე, რომელსაც რუსეთის წყალბურთის ნაკრებში თამაში გაუხსენეს
რეკლამა