დღის ახალი ამბები

საქართველოში ზიდანი, მალდინი და ვიეირა ითამაშებენ

საქართველოში ზიდანი, მალდინი და ვიეირა ითამაშებენ

ეროვნულ ლიგაში გუნდს განაცხადში შეუძლია 9 ლეგიონერი ჰყავდეს, თუმცა სასურველია, ლეგიონერი ადგილობრივ ფეხბურთეს ორჯერ მაინც აღემატებოდეს.

ჯერჯერობით ჩემპიონატში კვალიფიციური ლეგიონერების ნაკლებობაა, თუმცა უცხოელი მოთამაშეების გვარი საპირისპიროს გვეუბნება.

მაგალითად, ქუთაისის “ტორპედოში” ითამაშებს 28 წლის ფადი ზიდანი, რომელსაც ისრაელის და ყატარის ჩემპიონატებში უასპარეზია.

“თელავში” 20 წლის ბრაზილიელი მარცხენა მცველი პაბლო მალდინი გადმოვიდა. პაბლო “ფლამენგოს” 20-წლამდეთა გუნდის აღზრდილია.

“სამტრედიაში” 24 წლის ცენტრალურ მცველ კრისტიან ვიეირას ვხედავთ.

ეროვნული ლიგა 27 თებერვალს განახლდა და ზიდანს ბათუმის “დინამოსთან” თავის გამოჩენა შეეძლო, თუმცა შანსი ვერ გამოიყენა.

წყარო : Fanebi.com 




გაზიარება
მოინახულეს 1 095-ჯერ
კომენტარები
რეკლამა