იმპერატორის თასის ექვსგზის მფლობელმა, იოკოძუნა კაკურიუმ კარიერა დაასრულა. მან ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო რაც ტრავმის გამო ზედიზედ მეხუთე ბაშო გამოტოვა.
მისი ეს გადაწყვეტილება იაპონიის სუმოს ასოციაციამ იმავე დღეს დაადასტურა. მანგალჯავალ ანანდი (ასეთია კაკურიუს სახელი) დიდი ხანია იდაყვისა და წელის ტრავმებს ებრძვის, ამ ყველაფერს კი ჰარუ ბაშოს წინ მყესის დაჭიმულობა დაერთო.
ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან ორი კვირის წინ იოკოძუნას მწვრთნელი აცხადებდა რომ კაკურიუს ბრძოლის გაგრძელება სურდა.
ნოემბერში კაკურიუმ, თანამემაუმლე ჰაკუჰოსთან ერთად გაფრთხილება მიიღო სუმოს ასოციაციისგან, რაც რამდენიმე ბაშოს ზედიზედ გამოტოვების შემდეგ მოხდა. დეკემბერში იოკოძუნა იაპონიის მოქალაქე გახდა, რაც მას საშუალებას აძლევს დარჩეს ამომავალი მზის ქვეყანაში და საკუთარი სკოლა ჰქონდეს.
კაკურიუს პროფესიონალური დებიუტი სუმოში 2001 წლის ნოემბერში შედგა, 2014 წლის გაზაფხულზე მან იოკოძუნას წოდება მიიღო. ის პირველი იოკოძუნაა კისენოსატოს შემდეგ, ვინც კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა.
იოკოძუნა კაკურიუმ კარიერა დაასრულა - რა გახდა ამის მიზეზი ?
გაზიარება
მოინახულეს 1 214-ჯერ
კომენტარები
24-04-2024 09:05
13
ზურიკო დავითაშვილის მორიგი ბრწყინვალე გოლი საფრანგეთის ლიგა 2-ში (+VIDEO)
ვრცლად
23-04-2024 12:49
771
ფონდი "ქართუს" ჯილდო ეროვნულ ნაკრებს
ვრცლად
23-04-2024 09:46
118
“ფეხბურთის კარიერა მთავრდება 15 წელიწადში, მაგრამ ქართველობას არასდროს დავკარგავ – შევეცდებით, რომ საქართველო სწორ გზაზე, სიმართლის გზაზე წავიყვანოთ” – გიორგი ქოჩორაშვილი
ვრცლად
22-04-2024 08:09
1 263
ვიდეო: ,,ჩემი მეუღლე მეხუთე კლასიდან მიყვარდა და ათი წლის მანძილზე კატეგორიულ უარს ვიღებდი მისგან” – ვარლამ ლიპარტელიანი პირად ცხოვრებასა და სიყვარულზე
ვრცლად