დღის ახალი ამბები

"საქართველოშიც იგივე გველის" - ესპანელები დამწუხრებულები ჩამოდიან

"საქართველოშიც იგივე გველის" - ესპანელები დამწუხრებულები ჩამოდიან

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ B ჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრები გამოდის, პირველ ტურში სენსაცია მოხდა - ესპანეთის ნაკრებმა შინ საბერძნეთს ვერ მოუგო (1:1). მატჩის შემდეგ ესპანელთა მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ თამაში შეაფასა და მომავალ დაპირისპირებებზეც ისაუბრა.


გრანადაში ჩატარებულ შეხვედრაში, ესპანეთის ნაკრებმა ანგარიში 33-ე წუთზე, ალვარო მორატას გოლით გახსნა, ბერძნებმა ქულის მოპოვება კი მეორე ტაიმში, ანასტასიოს ბაკასეტასის ზუსტი 11-მეტრიანით მოახერხეს. მომდევნო მატჩი "ფურია როხას" 28 მარტს, თბილისში, ვილი სანიოლის გუნდის წინააღმდეგ უწევს, 31-ში კოსოვოს უნდა უმასპინძლოს.

"შედეგი აბსოლუტურად მიუღებელია, მეტს ვიმსახურებდით. მომეწონა რიტმი, მაგრამ როგორც კი საბერძნეთს თამაშში დაბრუნების შესაძლებლობა მივეცით, ტემპი დავკარგეთ და მომენტებს ვეღარ ვქმნიდით. 

მომეწონა ის, რაც ჩემი გუნდის შესრულებით ვიხილე. ფიზიკური დატვირთვის თვალსაზრისით, კარგი მატჩი ჩავატარეთ. პირველ ტაიმში მეტოქე ჩვენს კარს სულ ერთხელ მიუახლოვდა. დასანანია, როცა ასეთი თამაშების გამარჯვებამდე მიყვანა ვერ ხერხდება.

კვირას მსგავს მეტოქესთან (საქართველოს ნაკრებთან) მოგვიწევს დაპირისპირება, რომელიც იმავე მეთოდს გამოიყენებს. მაგრამ ჩვენ ისევ შეტევით შვეცდებით მიზნის მიღწევას. ეს შედეგი არანაირად არ აისახება მომავალ ორ თამაშზე", - ამბობს ლუის ენრიკე.





გაზიარება
მოინახულეს 1 897-ჯერ
კომენტარები
რეკლამა