UFC-ის მებრძოლი ილია თოფურია ლაშა ბექაურს ოლიმპიურ ჩემპიონობას ულოცავს.
„იმსახურებ ლაშა ჩემო ძმაო. ელიტარული სპორტსმენი და უკეთესი პიროვნება“, - წერს ილია თოფურია „ფეისბუქზე“.
ლაშა ბექაურმა 90 კილოგრამამდე წონითი კატეგორიის ფინალში იაპონიის წარმომადგენელ სანშირო მურიოს მოუგო და ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალს ზედიზედ მეორედ დაეუფლა. ლაშამ შეხვედრაში ორი ვაზარი შეასრულა.
შეგახსენებთ, საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს პარიზში პირველი მედალი ტატო გრიგალაშვილმა მოუპოვა. -81 კილოგრამი წონითი კატეგორიის ფინალში იაპონელ ტაკანორი ნაგასესთან მარცხის შემდეგ ის ვერცხლის მედალს დაეუფლა. ამ დროისთვის ნაკრების ანგარიშზე ორი მედალია: ერთი ოქრო და ერთი ვერცხლი.
წყარო: tia.ge
კომენტარები
17-09-2024 09:27
1 597
VIDEO: მარკ ცუკემბერგის საჩუქარი მერაბ დვალიშვილს
ვრცლად
16-09-2024 22:55
345
„ნახევარმა საქართველომ რუსული ლინკებით უყურა ორთაბრძოლას, როცა Setanta Sports Georgia ხარ და ამხელა მოვლენა ხდება, ხალხს უნდა მისცე ორთაბრძოლის ნახვის და გულშემატკივრობის საშუალება“ - ზაზა შენგელია
ვრცლად
16-09-2024 22:30
2 171
"შეგიძლია გაიქცე, მაგრამ ვერ დაიმალები. მალე ჩამოგართმევთ ამ ტიტულს, ეს მხოლოდ დროებითია" - ვინ ემუქრება მერაბ დვალიშვილს ?
ვრცლად
16-09-2024 18:42
1 066
"მივიღეთ გადაწყვეტილება" - რა თქვა ირაკლი კობახიძემ მერაბ დვალიშვილთან დაკავშირებით?
ვრცლად