UFC-ის ჩემპიონმა ილია თოფურიამ ყოფილი მეუღლის, ჯორჯინა უსკატეგის წინააღმდეგ პირველი სამართლებრივი დავა მოიგო, ამის შესახებ ინფორმაციას Marca ავრცელებს.
წყაროს ცნობით, საბოლოოდ მოსამართლემ მხარი დაუჭირა თოფურიას და ჯორჯინას ყველა მოთხოვნა უარყო.
შეგახსენებთ, 7 იანვარს ილია თოფურია დაესწრო სასამართლო სხდომას, მას შემდეგ, რაც ჯორჯინამ ოფიციალურად მოითხოვა ნებართვა, ბავშვი ქვეყნიდან გაეყვანა.
თოფურიას ყოფილი მეუღლე ამტკიცებდა, რომ ქვეყნიდან წასვლა აუცილებელი იყო ონლაინ ბულინგის გამო, თუმცა სასამართლომ ეს არგუმენტი არ მიიღო და აღნიშნა, რომ ავიაბილეთები ნაყიდი იყო ორი კვირით ადრე, სანამ თოფურია გააკეთებდა განცხადებას, რომელმაც მედიის ყურადღება მიიპყრო.
გარდა ამისა, სასამართლომ ასევე დაადასტურა, რომ თოფურიას ოთხი თვის განმავლობაში არ ჰქონდა შესაძლებლობა ენახა თავისი ქალიშვილი და აღნიშნა, რომ ეს მდგომარეობა გამოწვეული იყო დედის გადაწყვეტილებით, რომელმაც დაბლოკა მამასა და შვილს შორის კონტაქტი.
წყარო: sportall.ge
