დღის ახალი ამბები

"მისმა გამოჩენამ მთლიანად შემცვალა და სხვანაირი გამხადა " - ხვიჩა კვარაცხელია

"მისმა გამოჩენამ მთლიანად შემცვალა და სხვანაირი გამხადა " - ხვიჩა კვარაცხელია



წინა წელს ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიას და მის მეუღლეს, ნიცა თავაძეს შვილი შეეძინათ – წყვილმა ვაჟიშვილს დამიანე დაარქვა.


ფეხბურთელმა თავისი შვილის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მისმა დაბადებამ იგი სრულიად სხვა პიროვნებად აქცია.


"ჩემი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა! უცებ ვიგრძენი დიდი პასუხისმგებლობა - გავხდი მამა. ჩემი შვილის დაბადებამ უდიდესი ბედნიერება მომიტანა და ახლა სხვანაირად ვუყურებ ყველაფერს. ყოველ დღე ბედნიერად ვიღვიძებ და ვიმედოვნებ, რომ ყველას მიეცემა შესაძლებლობა,  განიცადოს ეს ბედნიერება ცხოვრებაში", 

„უცებ თავი კიდევ უფრო მოტივირებული ვიგრძენი. ადამიანი უფრო მეტს შრომობს, როცა იცის, რომ გვერდით შვილი ჰყავს. ვიცი, რომ ჩემი შვილი ამ ყველაფერს დაინახავს, ​​როცა გაიზრდება და ეს ძალიან მახარებს და ძნელია ამის სიტყვებით გადმოცემა. ეს ემოციები მაძლიერებს. ვცდილობ, ეს გრძნობა მოედანზე გადავიტანო და ამიტომ ჩემს გოლებს ვუძღვნი მას, იმედი მაქვს, რომ ისიც მომავალში ფეხბურთელი გახდება" -განაცხადა კვარაცხელიამ.





  • გაზიარება
    მოინახულეს 3 155-ჯერ
    რეკლამა