დღის ახალი ამბები

„შესაძლოა საერთოდ ვერ მეთამაშა“ – უცნობი ისტორია, როგორ დაეხმარა კიტეს ევროპის ჩემპიონატზე ქოჩორა

„შესაძლოა საერთოდ ვერ მეთამაშა“ – უცნობი ისტორია, როგორ დაეხმარა კიტეს ევროპის ჩემპიონატზე ქოჩორა



საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ოთარ კიტეიშვილი გულშემატკივრებს აქამდე უცნობ ისტორიას უზიარებს – როგორ შეძლო ევროპის ჩემპიონატზე თამაში ქოჩორას დახმარებით. ამის შესახებ კიტე GeoTeam-ს უყვება.

ფეხბურთელის თქმით, მან ევროპის ჩემპიონატის უმეტესი ნაწილი გუნდთან ერთად განსაკუთრებული მღელვარებით გაატარა.

„ძაან მინდოდა თამაში, შეიძლებოდა საერთოდ ვერ მიმეღო მონაწილეობა. ბოლოს ისე მოხდა, რომ ქოჩორამ მოიძია თავისი ექიმი, შემდეგ ფედერაციამ ჩამოიყვანა და განსხვავებული თერაპიები ჩამიტარა, რომელიც დამეხმარა, წინ წამწია. ამის შემდეგ მივიღე მონაწილეობა პორტუგალიასთან თამაშში“, – იხსენებს კიტეიშვილი.

ფეხბურთელი ემოციურად იხსენებს ევროპის ჩემპიონატის მიმდინარეობას.

„ეს იყო განსაკუთრებული და ერთთვიანი ზღაპარი – საუკეთესო საფეხბურთო გამოცდილება“, – ამბობს ოთარ კიტეიშვილი.

წყარო: GeoTeam & fortuna.ge





გაზიარება
მოინახულეს 253-ჯერ
კომენტარები
მსგავსი საიხლეები
  1. რა მოხდა მაშინ, როდესაც ამერიკაში პირველად მიმავალი ლიანა ჯოჯუა, მერაბ დვალიშვილს ჩააბარეს? – ქართველი მებრძოლი სახალისო ისტორიას იხსენებს
  2. “ვისაც ეს ფეხბურთელი კვარაცხელიას გირჩევნიათ, ფეხბურთი არ გესმით!” – იტალიელი საფეხბურთო ექსპერტი ხვიჩას შესახებ საუბრობს
  3. ვიდეო: ვინ არის და რა აკავშირებს ულამაზეს გოგონასთან ფეხბურთელ გიორგი ჩაკვეტაძეს
  4. ვიდეო: „მამა დილიდან ღამემდე მუშაობდა, დედა 4 ბიჭს გვზრდიდა..ვამაყობ ჩემი მშობლებით, ჩემთვის სამაგალითო ადამიანები არიან“ - ოთარ კიტეიშვილმა „იმედის“ ეთერში ბავშვობა გაიხსენა
  5. ვინ არის გიორგი სარდალაშვილის ულამაზესი შეყვარებული - ქართველი ჩემპიონი რჩეულთან ერთად ქუჩაში სეირნობს
რეკლამა