დღის ახალი ამბები

"რეალ მადრიდის" ვარსკვლავს ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელებაში ადანაშაულებენ

"რეალ მადრიდის" ვარსკვლავს ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელებაში ადანაშაულებენ



"რეალ მად­რი­დის" ვარ­სკვლავს ბავ­შვთა პორ­ნოგ­რა­ფი­ის გავ­რცე­ლე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ - "მე ეს წნე­ხი მო­ედ­ნებ­ზეც ვიგ­რძე­ნი": რაულ ასენ­სი­ოს კო­მენ­ტა­რი სკან­დალ­ზე.


სა­ფეხ­ბურ­თო კლუბ "რეალ მად­რი­დის" მცველს, რაულ ასენ­სი­ოს ბავ­შვთა პორ­ნოგ­რა­ფი­ის გავ­რცე­ლე­ბა­ში ედე­ბა ბრა­ლი.


22 წლის ფეხ­ბურ­თელს პო­ლი­ცი­უ­რი გა­მო­ძი­ე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ სა­ვა­რა­უ­დოდ, ბრალს "რე­ა­ლის" ახალ­გაზ­რდუ­ლი გუნ­დის სამ ყო­ფილ თა­ნა­გუნ­დელ­თან ერ­თად წა­უ­ყე­ნე­ბენ.


ასენ­სი­ოს ბრა­ლად ედე­ბა 2023 წლის ივ­ნის­ში ფე­რან რუ­ი­სის, ან­დრეს გარ­სი­ას და ხუან როდ­რი­გე­სის მიერ გა­და­ღე­ბუ­ლი ვი­დე­ოს გავ­რცე­ლე­ბა, მათ სექ­სი ჰქონ­დათ ორ გო­გო­ნას­თან. ერთ-ერთი მათ­გა­ნი უკვე 18 წლის იყო, თუმ­ცა მე­ო­რე - არას­რულ­წლო­ვა­ნი, 16 წლის გო­გო­ნაა.


  • ბრალ­დე­ბულ­მა მო­თა­მა­შე­ებ­მა, რომ­ლე­ბიც იმ დროს 20-21 წლი­სა­ნი იყ­ვნენ, სა­ვა­რა­უ­დოდ, ეს მა­სა­ლა WhatsApp-ის მეშ­ვე­ო­ბით გა­ავ­რცე­ლეს.

სა­სა­მარ­თლო ჩა­ნა­წე­რე­ბის თა­ნახ­მად, ორი­ვე ქალს პოსტ-ტრავ­მუ­ლი სტრე­სუ­ლი აშ­ლი­ლო­ბა აქვთ. მათ გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გე­ბი იმის გა­სარ­კვე­ვად გა­და­ეგ­ზავ­ნე­ბათ, შე­ი­ტა­ნენ თუ არა სარ­ჩელს.


თუ ეს მოხ­დე­ბა, მა­შინ პრო­კუ­რა­ტუ­რას შე­უძ­ლია ბრალ­დე­ბის წარ­დგე­ნა და სის­ხლის სა­მარ­თლის პრო­ცე­სის მო­თხოვ­ნა, ან საქ­მის სა­კუ­თა­რი ინი­ცი­ა­ტი­ვით გაგ­რძე­ლე­ბა.



რო­გორც უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლემ გა­ნა­ცხა­და, საკ­მა­რი­სი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი არ­სე­ბობს პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ხელ­ყო­ფის, მსხვერ­პლთა ცნო­ბის ან თან­ხმო­ბის გა­რე­შე მე­სა­მე პი­რე­ბის­თვის ვი­დე­ო­ე­ბის გა­და­ცე­მის, არას­რულ­წლოვ­ნის პორ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი მიზ­ნე­ბის­თვის გა­მო­ყე­ნე­ბი­სა და ბავ­შვთა პორ­ნოგ­რა­ფი­ის ფლო­ბის ბრალ­დე­ბე­ბის მხარ­და­სა­ჭე­რად.


ეს­პა­ნე­თის სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 197-ე მუხ­ლის თა­ნახ­მად, ნე­ბის­მი­ერ პირს, რო­მე­ლიც დამ­ნა­შა­ვედ იქ­ნე­ბა ცნო­ბი­ლი არას­რულ­წლოვ­ნის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ოს ჩა­წე­რა­სა და გა­ზი­ა­რე­ბა­ში, 3.5-დან 5 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბა ემუქ­რე­ბა.


თუ ასენ­სიო მხო­ლოდ ვი­დე­ოს გა­ზი­ა­რე­ბა­ში იქ­ნე­ბა დამ­ნა­შა­ვედ ცნო­ბი­ლი, სას­ჯე­ლი სა­ვა­რა­უ­დოდ ნაკ­ლე­ბად მკაც­რი იქ­ნე­ბა.


ასენ­სიო და სამი სხვა მო­თა­მა­შე 2023 წელს, სა­ვა­რა­უ­დო ინ­ცი­დენ­ტის შემ­დეგ და­ა­კა­ვეს. პო­ლი­ცი­ამ ამო­ი­ღო მათი ტე­ლე­ფო­ნე­ბიც.


  • ასენ­სი­ომ თე­ბერ­ვალ­ში სცა­და, რომ საქ­მე­ში მისი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა გა­მო­ე­რი­ცხა, რო­დე­საც მის სა­ვა­რა­უ­დო როლ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბის გაგ­რძე­ლე­ბა გა­ა­სა­ჩივ­რა, თუმ­ცა მო­სა­მარ­თლემ პრო­ცე­სი ძა­ლა­ში და­ტო­ვა.


ამ­ჟა­მად 22 წლის ასენ­სი­ოს "რე­ალ­ში" წარ­მა­ტე­ბუ­ლი სე­ზო­ნი ჰქონ­და. ეს­პა­ნე­თის ნაკ­რებ­ში პირ­ვე­ლად გა­მო­ძა­ხე­ბის შემ­დეგ, მან ბრალ­დე­ბებ­ზე სა­ჯა­როდ ისა­უბ­რა.


გა­სულ თვეს მან RTVE-ს უთხრა: "ვფიქ­რობ, ყვე­ლას კარ­გად აქვს გა­აზ­რე­ბუ­ლი, რა­საც აკე­თებს. ამის გამო, ძა­ლი­ან მშვი­დად ვარ. ყო­ვე­ლი დღით ვცხოვ­რობ. სა­ბო­ლო­ოდ, ეს დრო­ის სა­კი­თხია. მე ეს წნე­ხი მო­ედ­ნებ­ზეც ვიგ­რძე­ნი.


ეს ყვე­ლა­ფე­რი ლო­გი­კუ­რია იმის ფონ­ზე, რომ კა­ტე­გო­რი­ის ცვლი­ლე­ბა მოხ­და (ეს­პა­ნე­თის ნაკ­რებ­ში გა­მო­ძა­ხე­ბა). მე ვარ ადა­მი­ა­ნი, ვი­საც მოს­წონს და მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლია, იგ­რძნოს ეს წნე­ხი. ბავ­შვო­ბი­დან მიჩ­ვე­უ­ლი ვარ ამ ზე­წო­ლის შეგ­რძნე­ბას "რეალ მად­რიდ­ში". ეს კი­დევ უფრო მეტ მო­ტი­ვა­ცი­ას მი­ჩენს", - აღ­ნიშ­ნა ასენ­სი­ომ.


მან კარ­ლო ან­ჩე­ლო­ტის გუნდში ამ სე­ზონ­ში 22 მატ­ჩი ჩა­ა­ტა­რა.



თე­ბერ­ვალ­ში ასენ­სი­ომ სა­ჯა­როდ გა­ამ­ჟღავ­ნა ურ­თი­ერ­თო­ბა ეს­პა­ნელ ინფლუ­ენ­სერ სე­ლე­ნია სუ­ა­რეს­თან, რო­მე­ლიც რე­გუ­ლა­რუ­ლად ეს­წრე­ბა ბერ­ნა­ბე­უ­ზე მის მატ­ჩებს და აღ­ნიშ­ნულ საქ­მეს არ უკავ­შირ­დე­ბა.


წყარო: ambebi.ge





  • გაზიარება
    მოინახულეს 538-ჯერ
    მსგავსი საიხლეები
    1. ვინ არის ულამაზესი გოგონა, რომლის გიორგი ჩაკვეტაძესთან ერთად გადაღებულმა ვიდეომ დიდი ინტერესი გამოიწვია
    2. "დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ჟორ­ჟი მიხ­ვდა, რომ გი­ორ­გი სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე ბავ­შვი იყო" - ვინ არის ბიჭუნა, რომელიც მიქაუტაძესთან ერთად გავიდა "დინამო არენაზე"
    3. "ის 14 წელია ურთიერთობაშია" - playboy-ს გოგონა, სასიყვარულო ურთიერთობა და წარმატებული კარიერა: ვინ არის ბლოგერი და დვალიშვილის ახლო მეგობარი "ნინა დრამა"
    4. “ამის შემდეგ მესიზე წარმოდგენა მთლიანად შემეცვალა, ამხელა ფეხბურთელი რომ ამას გააკეთებს…” – რას ამბობს კვარაცხელია მესის შესახებ
    5. "კვარა" უნივერსალურია... მისი შეძენა მას შემდეგ მინდოდა, რაც აქ მოვედი" - რა თქვეს ლუის ენრიკემ და ხვიჩა კვარაცხელიამ გამარჯვების შემდეგ
    რეკლამა