დღის ახალი ამბები

ფსიქოლოგი მეუღლე, რომელიც მუდამ ჩემპიონის გვერდითაა და მძიმე ტრავმის შემდეგ მოსული უამრავი გამარჯვება - როგორია გურამ თუშიშვილის ცხოვრება ტატამს მიღმა

ფსიქოლოგი მეუღლე, რომელიც მუდამ ჩემპიონის გვერდითაა და მძიმე ტრავმის შემდეგ მოსული უამრავი გამარჯვება - როგორია გურამ თუშიშვილის ცხოვრება ტატამს მიღმა



უნ­გრე­თის დე­და­ქა­ლაქ ბუ­და­პეშ­ტში მიმ­დი­ნა­რე ძი­უ­დოს მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე გუ­რამ თუ­შიშ­ვი­ლი (+100 კგ) ფი­ნალ­ში რუს ინალ ტა­სო­ევ­თან და­მარ­ცხდა და ვერ­ცხლის მე­დალს და­ე­უფ­ლა. ფი­ნა­ლურ შეხ­ვედ­რამ­დე ქარ­თველ­მა სპორ­ტსმენ­მა ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში რუ­სე­თის ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, მსოფ­ლიო რე­ი­ტინ­გის პირ­ვე­ლი ნო­მე­რი თა­მერ­ლან ბა­შა­ე­ვი სუფ­თა გდე­ბით და­ა­მარ­ცხა.


სპორ­ტსმე­ნე­ბი საპ­რი­ზო ად­გი­ლებ­ზე ლე­გენ­და­რულ­მა ფრან­გმა ძი­უ­დო­ის­ტმა ტედი რი­ნერ­მა და­ა­ჯილ­დო­ვა. თუ­შიშ­ვილ­მა მას ხელი არ ჩა­მო­არ­თვა – ბევ­რის­თვის ეს ჟეს­ტი ბოლო წლის და­ძა­ბუ­ლი ფო­ნის ფონ­ზე სიძ­ლი­ე­რი­სა და პრინ­ცი­პუ­ლო­ბის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბად იქცა.



შე­გახ­სე­ნებთ, გა­სულ ზა­ფხულს, პა­რი­ზის ოლიმ­პი­ურ თა­მა­შე­ბის მე­ო­თხე­დფი­ნალ­ში ქარ­თვე­ლი რი­ნერ­თან თა­ნა­ბარ ბრძო­ლა­ში და­მარ­ცხდა, ორ­თაბ­რძო­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ქარ­თველ და ფრანგ ძი­უ­დო­ისტს შო­რის ინ­ცი­დენ­ტი მოხ­და, რის გა­მოც გუ­რამ თუ­შიშ­ვილ­მა 6-თვი­ა­ნი დის­კვა­ლი­ფი­კა­ცია მი­ი­ღო.


გუ­რა­მი უკვე წლე­ბია ერთ-ერთი მთა­ვა­რი ფი­გუ­რაა მსოფ­ლიო ძი­უ­დო­ში. 2020 წლის ტო­კი­ოს ოლიმ­პი­ა­და­ზე მან სა­ქარ­თვე­ლოს ვერ­ცხლის მე­და­ლი მო­უ­ტა­ნა და ლაშა შავ­და­თუ­აშ­ვი­ლი­სა და ვაჟა მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის შემ­დეგ კი­დევ ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წარ­მა­ტე­ბა შე­მა­ტა ქარ­თულ გუნდს.


კითხვის გაგრძელება - იხილეთ სრულად 





  • გაზიარება
    მოინახულეს 2 954-ჯერ
    რეკლამა