დღის ახალი ამბები

"წერენ, ქართველ კაცს ასეთი ცოლიო? მარიამზე რამეს არასწორად რომ დაწერენ, არ გავატარებ, თან ბიჭი რომ წერს. რამდენიმეს დავურეკე. ვიცოდი, სისულელეს ვაკეთებდი, მაგრამ მაინც. ყველამ თავი იმართლა"

"წერენ, ქართველ კაცს ასეთი ცოლიო? მარიამზე რამეს არასწორად რომ დაწერენ, არ გავატარებ, თან ბიჭი რომ წერს. რამდენიმეს დავურეკე. ვიცოდი, სისულელეს ვაკეთებდი, მაგრამ მაინც. ყველამ თავი იმართლა"



გამარჯვების სიხარულს გემო რომ გაუგო, 5-6 წლის ბიჭი იქნებოდა.


მაშინ ცდილობდა დედა და მამა გაეხარებინა, მათთვის ბედნიერების ემოცია ეჩუქებინა, გაიზარდა და მისი გამარჯვების სიხარულის გამზიარებელი მთელი საქართველო გახდა. მოკრივე ლაშა გურული პარიზის ოლიმპიური თამაშებიდან ბრინჯაოს მედლით დაბრუნდა. ქართულ კრივს 24-წლიანი პაუზის შემდეგ, ოლიმპიური მედალი მოუტანა. ლაშას საგულშემატკივროდ პარიზში მეუღლემ - მარიამ მუმლაძემ ჩააკითხა და მხარდაჭერის ორიგინალური ფორმით, იქ მყოფი საზოგადოების ყურადღებაც მიიქცია.


- სანამ მარიამი იტყვის, მე დავასწრებ. მარიამი ვიზუალურად ყოველთვის გამოირჩეოდა, მისი იმიჯი, კულტურული მანერები ყოველთვის მომწონდა. თავისუფალი გოგო იყო, უაზრო კომპლექსები არ ჰქონდა. იყო გაწონასწორებული, თავშეკავებული და იცოდა, სად როგორ მოქცეულიყო. მე ძალიან ზედმეტად "გრუზინი" ვიყავი, ისეთი შეხედულებები მქონდა, გოგონებს ყველაფერს რომ უშლიან. დაკომპლექსებული ვიყავი. მე და მარიამი ორი სხვადასხვა პოლუსი, ორი უკიდურესობა, სხვადასხვა თაობის ადამიანები ვიყავით. ერთმანეთს თანდათან დავუახლოვდით. რომ ვაკოცე, ვფიქრობდი, ახლა რას ვაკეთებ, რა მინდოდა, მეგობარიც დავკარგე-მეთქი, ჩვენი ერთად ყოფნაც ვერ წარმომედგინა. რიგ საკითხებთან დაკავშირებით, დამახინჯებული შეხედულებები მქონდა. მერე ჩვენ ერთმანეთისთვის ფიქრების გაზიარება დავიწყეთ, როგორ ვხედავდით მომავალს, რა გვინდოდა, როგორი ოჯახზე ვფიქრობდით... ეს კი ჩვენი ურთიერთობის მთავარი იარაღი აღმოჩნდა... მე და მარიამი ერთნაირ ოჯახებში ვართ გაზრდილები, ჩვენი მშობლები ერთმანეთს ძალიან ჰგვანან. ჩვენ სამი ძმა ვართ, მათთან სამი დაა...


კითხვის გაგრძელება - სრულად ნახვა





  • გაზიარება
    მოინახულეს 2 124-ჯერ
    რეკლამა