ისტორიის მანძილზე ქალები სპორტში უამრავ წინააღმდეგობას აწყდებოდნენ, დაწყებული საზოგადოების მოლოდინებიდან გენდერულ დისკრიმინაციამდე. თუმცა, გასული საუკუნის განმავლობაში, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ამ პრობლემის დაძლევის მიზნით.
ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია ოლიმპიური თამაშების ისტორია. ქალებს პირველად მიეცათ ოლიმპიადაზე ასპარეზობის უფლება 1900 წელს: ჩოგბურთი, ნაოსნობა, კროკეტი, ცხენოსნობა და გოლფი.
დიდი დრო არ გასულა მას შემდეგ, რაც სპორტში ქალის მონაწილეობა გამონაკლის და “არაკონკურენტუნარიან” მოვლენად მიიჩნეოდა. მიუხედავად არაერთი სტერეოტიპისა, რომლებსაც ქალები სპორტული კარიერის დროს აწყდებიან სხვადასხვა მიმართულებაში, ისინი მაინც წარმატებით ასპარეზობენ როგორც მსოფლიოს მასშტაბით, ასევე საქართველოშიც.
ირმა ხეცურიანი
ქართველი პარასპორტსმენია, 2017 წლის საუკეთესო ეტლით მოფარიკავე ქალის ტიტულის მფლობელი, ახალგაზრდებს შორის მსოფლიო თასის გამარჯვებული, მსოფლიო თასის გამარჯვებული, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატების ვერცხლის მედალოსანი.
ეთერ ლიპარტელიანი
ქართველი ძიუდოისტი - ეთერ ლიპარტელიანი პირველი ქართველი ძიუდოისტი ქალი, რომელიც ახალგაზრდებში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.
ელენე ლოლაძე
ელენე ლოლაძე ქართველ ქალებში ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი მებრძოლია, რომელმაც სამჯერ მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონობა.კარიერა 16 წლის ასაკში დაიწყო, თავიდან კიკბოქსინგში ვარჯიშობდა, მაგრამ მწვრთნელის რჩევით MMA-ში სცადა ბედი და პირველივე ბრძოლაში წარმატებას მიაღწია.
ანა კალანდაძე
ანა კალანდაძე საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "გალათასარაის" კლუბის წევრია.
მირანდა კაპანიძე
მირანდა კაპანაძე პირველი ქართველი ქალია, რომელიც ევროპის ჩემპიონი გახდა ჭიდაობაში. მირანდა კაპანაძემ ევროპის ჩემპიონატის ფინალის გზაზე ჩეხი ლანა პეზიჩი (8:0), ნეიტრალური გუნდის სახელით მოჭიდავე რუსი დოლჟონ ცინგუევა (8:6) და აზერბაიჯანელი ფიდან ბაბაევა (8:0) დაამარცხა.
ანა ჯაფარიძე
ქართველმა პარატაეკვონდოისტმა ანა ჯაფარიძემ პარიზის ზაფხულის ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ის დელეგაციის ყველაზე ახალგაზრდა წევრი იყო.
თათია გაბუნია
ქართველი ფეხბურთელია, რომელიც მეკარის პოზიციაზე თამაშობს. ამჟამად ასპარეზობს საფეხბურთო კლუბ „Amed S.F.K.“ და საქართველოს ქალთა ეროვნულ ნაკრებში.
ინგა გურგენიძე
ინგა გურგენიძე ქართველი მოციგურავეა. 2025 წლის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე, ფიგურულ ციგურაობაში გურგენიძემ ოქროს მედალი მოიპოვა.
მარიამ ბოლქვაძე
ქართველი ჩოგბურთელი - არის საქართველოს ფედერაციის თასის ნაკრების წევრი, ტურნირზე გამართული 11 შეხვედრიდან ექვსი მოიგო. ერთეულებში არის მსოფლიოს 190-ე ჩოგანი.
სალომე ფაჟავა
ქართველი ტანმოვარჯიშე - 2015 წლის ევროპულ თამაშებზე მოიპოვა ბრინჯაოს მედალი. 2016 წელს მიიღო მონაწილეობა ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე.
წყარო: marao.ge
ირმა ხეცურიანი, ეთერ ლიპარტელიანი, ელენე ლოლაძე, ანა კალანდაძე, მირანდა კაპანიძე, ანა ჯაფარიძე, თათია გაბუნია, მარიამ ბოლქვაძე, ინგა გურგენიძე, სალომე ფაჟავა



