დღის ახალი ამბები

რუსკა მაყაშვილი შვილის პირველ ფოტოს აქვეყნებს

რუსკა მაყაშვილი შვილის პირველ ფოტოს აქვეყნებს

მსახიობი და ტელეწამყვანი რუსკა მაყაშვილი 25 მაისს მეორე შვილის დედა გახდა.  ბავშვი უკვე 40 დღისაა. ახლახან რუსკამ სოციალურ ქსელში მეორე შვილის, კატოს ფოტო გამოაქვეყნა.

მსახიობი შვილს ძუძუთი კვებავს და როგორც ამბობს, სანამ ამის საშუალება ექნა შვილს ბუნბრივი კვბით უზრუნველყოფს.

რუსკა მეუღლესა და შვილებთან ერთად დედამთილ-მამამთილის სახლში ცხოვრობს და ამბობდა რომ ეს ფაქტი ძალიან აბედნიერებს.
„მეუღლის მშობლებთან ერთად ცხოვრებას ძალიან დიდი პლუსი აქვს. პირველ რიგში, უნდა გაგიმართლოს, რომ გყავდეს ისეთი დედამთილ-მამამთილი, ვისთანაც კომფორტულად იცხოვრებ. დავიწყოთ იქიდან, ჩვენი სახლი დიდია და თან ძალიან გამიმართლა იმაში, რომ სანდროს მშობლები მართლა ძალიან კარგი ადამიანები არიან, ვერ აღვიქვამ, რომ დედამთილ-მამამთილია. ჩემი მეგობრები და ჩემი მეორე მშობლები არიან. ურთიერთობაში არანაირი დისკომფორტი არ გვაქვს. ერთად ცხოვრებას ის პლუსიც აქვს, რომ ბავშვს სახლში, რომელშიც იზრდება, ბებია და ბაბუა ჰყავს, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გამიმართლა იმაშიც, რომ ისინი ჩემი შვილის აღზრდაში არ ერევიან და ჩემსა და სანდროს შორის არ დგებიან“, - აღნიშნავს მსახიობი.




გაზიარება
მოინახულეს 889-ჯერ
კომენტარები
რეკლამა