3 მოკლული, 2 დაჭრილი და 2 დაკავებული - ასე დასრულდა მშენებლობასთან დაკავშირებით დაწყებული დაპირისპირება. კრიმინალური გარჩევის მიზნით, ძმებმა ზვიადაურებმა მეგობრებთან ერთად, მათთან დაპირისპირებულ ნიკა კენჭოშვილს წინანდლის ტყეში მიაკითხეს, სადაც კენჭოშვილი მეგობრის დაბადების დღეს აღნიშნავდა. მხარეებმა ერთმანეთს ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, თუმცა, მალევე, კონფლიქტი შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
"მთავარს" წყარო უყვება, რომ ცეცხლი პირველმა ზურაბ ზვიადაურის თანმხლებმა, ტარიელ ცოცხალაშვილმა, მეგობრის კუთვნილი იარაღიდან გახსნა. საპასუხოდ მისი და ზვიადაურების მიმართულებით ნიკა კენჭოშვილმა გაისროლა.
მას შემდეგ რაც მისი ნასროლი ტყვია ოლიმპიური ჩემპიონის ზურაბ ზვიადაურის ძმას მოხვდა, მას ჩემპიონმაც ესროლა და ნიკა კენჭოშვილი სასიკვდილოდ დაჭრა. დაშავებულები ზურაბ ზვიადაურმა ავტომობილში თავადვე ჩასვა და თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მიიყვანა.
ზვიადაურმა, ძმასთან და მეგობართან ერთად, საავადმყოფოში მათთან დაპირისპირებული კენჭოშვილიც მიიყვანა, თუმცა სამივე უკვე გარდაცვლილი იყო.
ოლიმპიური ჩემპიონი და "ქართული ოცნების" დეპუტატი პოლიციას თავადვე ჩაბარდა.
დაპირისპირება მხარეების შორის ბიზნესწილების გამო დაიწყო. ძმები ზვიადაურების ბავშვობის მეგობარი ტარიელ ცოცხალაშვილი სამშენებლო კომპანიას ფლობდა. მას კი დავა მშენებლობაზე დასაქმებულ ნიკა კენჭოშვილთან ჰქონდა, თვეების განმავლობაში კონფლიქტი ვერ მოგვარდა, ამიტომ დაპირისპირებაში ძმები ზვიადაურებიც ჩაერთნენ.
მოკლულების ცხედრები საცხოვრებელ სახლში უკვე გადაასვენეს. ოჯახის წევრები ტელეკამერებთან საუბარს ერიდებიან. ჭიათურაში ჩაასვენეს ზვიადაურებთან დაპირისპირებული ნიკა კენჭოშვილის ცხედარიც, მისი ნათესავები მომხდარის განსხვავებულ ვერსიაზე საუბრობენ. ყვებიან, რომ კენჭოშვილი მშენებლობაზე დაასაქმეს, თუმცა ანაზღაურებას არ აძლევდნენ და დავაც ცოცხალაშვილთან ფინანსების გამო დაიწყო.
დაპირისპირების დროს დაჭრილი 2 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. საავადმყოფო უკვე დატოვა ანზორ შამრელაშვილმა, ამ დრომდე კლინიკაში რჩება ზვიად მაისურაძე. ორივე ზვიადაურების და ცოცხალაშვილის მეგობრები არიან.
კრიმინალური გარჩევის საქმეზე ორი პირი უკვე დაკავებულია. ერთ-ერთი ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაურია, რომელსაც ძმის მკვლელის განზრახ მკვლელობას ედავებიან. მეორე დაკავებული ჯაბა ჯანგირაშვილია, სწორედ მისი კუთვნილი იარაღიდან გაისროლა ტარიელ ცოცხალაშვილმა ნიკა კენჭოშვილის მისამართით. ჯაბა ჯანგირაშვილს გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვას ედავება. ორივე დუმილის უფლებით სარგებლობს.
კრიმინალურ გარჩევას მთავარის ინფორმაციით 15-მდე ფიგურანტი ჰყავს. თუმცა მედიისთვის მხოლოდ 6 მათგანის ვინაობაა ცნობილი. ჯერჯერობით გაურკვეველია ვისთან ერთად იმყოფებოდა ნიკა კენჭოშვილი დაპირისპირების დროს. არ არის გამორიცხული ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს.
"მთავარი"
უახლესი დეტალები: წინანდლის გაუგონარ ანგარიშსწორებაში 15 კაცი მონაწილეობდა - რას ამბობენ კენჭოშვილები და რა მალავენ ზვიადაურები?
18-08-2021, 08:49
კომენტარები
21-11-2024 22:57
63
„ბარსას კვარა მოსწონს, თუმცა...“ - ბოლო ცნობები კატალონიიდან
ვრცლად
20-11-2024 20:12
7 357
გიორგი მიქაუტაძის შეძენა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გრანდს სურს
ვრცლად
20-11-2024 15:17
439
„ბოლო ოთხ ტურში ერთი ქულისთვის მადლობის გადახდა, არის, პირველ რიგში, შეურაცხყოფა...“ – გიორგი კეკელიძის მკვეთრი შეფასება
ვრცლად
20-11-2024 08:28
2 883
ვის და როდის შეხვდება საქართველოს ნაკრები B დივიზიონში დასარჩენად ?
ვრცლად