გთავაზობთ განცხადებას, რომელსაც ნიკა კენჭოშვილის ახლობელი ავრცელებს:
"ზვიადაურო შემირცხვენია შენი სახელი, შენ ვაჟას ზვიადაური არა ხარ, ვერ უპატრონე კლდიაშვილის 5 კინკილა იმერელს. ლაჩარი ხარ შენ ზვიადაურო, რადგან თავისუფლების სანაცვლოდ შენი ძმის სახელს ეფარები და გაიძახის ძმის მკვლელი მოვკალიო და ეს გმირობა გგონია. ლაჩარი ხარ რადგან თავისუფლების სანაცვლოდ, ჯერ არ დაბადებულ შვილს იყენებ. ლაჩარი ხარ რადგან სიმართლეს არ აღიარებ და მკვდარ ბიჭს გინდა ხელები შეაწმინდო. ლაჩარი ხარ, რადგან მოიტყუე ნიკუშაც მე მივიყვანე საავადმყოფოში და მერე ჩავბარდიო. ლაჩარი ხარ რადგან თავიდანვე, ნაცვლად იმისა, რომ სიტუაცია განგემუხტა, 5 კინკილა ბიჭი დათვის ტყავში გადაცმულმა ტურებმა მოიმწყვდიეთ. პირველებმა გაისროლეთ, ნიკუშა პირველად ფეხში დაჭერით, ორჯერ დანა ჩაარტყით, სცემეთ. "მუშას" იარაღი რათ უნოდაო? დედამისმაც ეს კითხვა დაუსვა, შვილო იარაღი რად მიგაქვსო? (ნიკუშა ნადირობაზე გიჟდებოდა) დედი თავისუფალ დროს ვინადირებო, აქ ბევრი კარგი ადგილია და ლამაზი ბუნებაო. იმდენი ქენით, ისე გაამწარეთ იარაღი ხელში ააღებინეთ და ადამიანების სიცოცხლე მოანადირებინეთ. შენ არა ზვიადაურო, ნიკუშაა გმირი, მარტო შეგრჩათ ხელებში, რათა თავის ბავშვობის მეგობრები, საკუთარი ბიძაშვილები დაეცვა.რა გინდოდათ, ყველა ერთად დაგეხოცათ და ცხვარივით თავი დაეხარა? არა, ზვიადაურო.
შეიძლება ძალაუფლება გაქვს, ცარიელი სტატუსი, მედლები, მაგრამ უფლის წინაშე ყველა ერთნი ვართ, იქ აქაური დიდება ვერ დაგიცავს. ჩვენი ნიკუშას სახელსა და გვარს ტალახში არ ამოგასვრევინებთ. ნიკუშას მშობლებს არ აინტერესებს ციხეში იქნები თუ გარეთ, შენგან მხოლოდ სიმარლის თქმას მოითხოვენ. იმ სიმართლის რომლისაც ასე გეშინია, რადგან აქაურ დიდებას ვერ ელევი. სასაცილო ხარ ზვიადაურო, ახლა იზიარებ ამ ოჯახის მწუხარებას არა? იცოდე ბოლოს სამართალი პურს მაინც ჭამს. "
"ზვიადაურო შემირცხვენია შენი სახელი,ლაჩარი ხარ შენ ზვიადაურო" - რა განცხადებას ავრცელებს კენჭოშვილის ახლობელი?
21-08-2021, 21:56
კომენტარები
06-10-2024 12:25
973
რა სიტყვებით გამოეხმაურა ხვიჩა კვარაცხელია ზურიკო დავითაშვილის ბრწყინვალე თამაშს ?
ვრცლად
06-10-2024 10:08
371
ზურიკომ "აიწყვიტა" - "სენტ-ეტიენმა“ დავითაშვილის ჰეთ-თრიკით გაიმარჯვა: რა შეფასება მიიღო ჩვენებურმა ?
ვრცლად
06-10-2024 09:34
839
მსოფლიოს ორი უდიდესი გრანდი ხვიჩა კვარაცხელიას შეძენას გეგმავს – რა სასიხარულო ინფორმაცია გახდა ცნობილი
ვრცლად
06-10-2024 08:20
149
UFC | რომან დოლიძემ ტექნიკური ნოკაუტით კევინ ჰოლანდი დაამარცხა
ვრცლად