დღის ახალი ამბები

"როგორც წესი, ასე ხდება: ჩემი ცოლი ახალ ჩანთებს, ტანსაცმელს ყიდულობს. შემდეგ მომიბრუნდება და მეუბნება: "ძვირფასო, შენც გიყიდე რაღაც" და ამოიღებს ჩანთიდან სამაჯურს, რომლის ღირებულებაც 1 ევროა" - დევიდ ბექჰემი

"როგორც წესი, ასე ხდება: ჩემი ცოლი ახალ ჩანთებს, ტანსაცმელს ყიდულობს. შემდეგ მომიბრუნდება და მეუბნება: "ძვირფასო, შენც გიყიდე რაღაც" და ამოიღებს ჩანთიდან სამაჯურს, რომლის ღირებულებაც 1 ევროა" - დევიდ ბექჰემი

48 წლის დევიდ ბექჰემს მთელ მსოფლიოში იცნობენ. წარმატებული ფეხბურთელი სხვადასხვა დროს "მანჩესტერ იუნაიტედში", "მადრიდის რეალში", ინგლისის ნაკრებში თამაშობდა და უამრავი პრესტიჟული საფეხბურთო ჯილდოც აქვს მიღებული. ის და მისი მეუღლე ვიქტორია ახლა სოციალურ ღონისძიებებს აქტიურად ესწრებიან, ჩართულები არიან საქველმოქმედო საქმიანობაში, აქვთ თავიანთი ინტერესები და გატაცებები და არიან 4 შვილის მშობლები. დღეს გაგიზიარებთ, რას ფიქრობს დევიდ ბექჰემი საკუთარი ცხოვრების, წარმატების, კარიერისა და ოჯახის შესახებ:
8-1699355343.jpg
"ერთადერთი შემთხვევა, როცა მამაჩემმა მითხრა, რომ ყველაფერს სწორად ვაკეთებდი, იყო მაშინ, როცა ინგლისის ნაკრებში მე-100 გოლი გავიტანე."
"შაბათ-კვირას ორი ჭიქა წითელი ღვინო შემიძლია, დავლიო, მაგრამ ზოგადად, მსმელი არ ვარ. ყველაფერს ვაკონტროლებ."
"ფეხბურთი ყოველდღე მენატრება. ხანდახან მგონია, რომ მოედანზე დაბრუნების დროა. ორმოცდაათი წლისაც რომ ვიქნები, მაშინაც შევხედავ ინგლისის გუნდს და ვიტყვი: "ღმერთო, ამის გაკეთება მეც ხომ შემიძლია?!" თუმცა, საკმაოდ რეალისტი მეგობრები მყავს და როცა ამაზე ლაპარაკს ვიწყებ, მაჩერებენ."
"არ მგონია, სხვა შრომისმოყვარე მამებისაგან რამით განვსხვავდებოდე."
13-1699355364.jpg
"ჰობისთვის დრო არ მრჩება. ჩემი ჰობი - ჩემი საქმე და შვილებია."
"ვერასდროს ვიგრძნობ თავს ისე კომფორტულად, როგორც მოედანზე. 22 წელი ფეხბურთს ვთამაშობდი, მაგრამ 38 წლისამ ყველაფერი მოვიგე, რაზეც ვოცნებობდი."
"როგორც არ უნდა იყოს, უკეთესის იმედი არასოდეს უნდა დაკარგო. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცხოვრების გასაგრძელებლად მოტივაცია აღარ გექნებათ."
"ვიქტორიათი ძალიან ვამაყობ. მან, Spice Girls, მსოფლიოში ყველაზე ცნობილი გოგონების ჯგუფი დატოვა, რომ დიზაინერი გამხდარიყო და და წარმატებას მართლაც მიაღწია. ვფიქრობ, ეს წარმოუდგენელია."
88-1699355406.jpg
"სასტუმროს ნომერში შესვლისას, ყველაფერი უნდა ამოვალაგო, ჟურნალები თავის ადგილზე დავდო. წესრიგით შეპყრობილი ვარ. ყველგან ყველაფერი მოწესრიგებული უნდა იყოს."
"ხალხი როდესაც ჩემს ტატუებს უყურებს და ბევრი რელიგიური გამოსახულება მაქვს, მეუბნებიან: "თქვენ, ალბათ, ძალიან რელიგიური ადამიანი ხართ!" ყველა რელიგიას პატივს ვცემ, მაგრამ ერთთან საკუთარი თავის გაიგივება არ შემიძლია. ვცხოვრობ ისე, რომ სინდისმა არასოდეს შემაწუხოს და ადამიანებს პატივს ვცემ."
"დედაჩემი შუაღამემდე მუშაობდა და სამი შვილის აღზრდა მოახერხა. მან შრომისა და სისუფთავის სიყვარული ჩამინერგა."
"ჩემს ბიჭებს ყოველთვის ვეუბნები: "თუ ბევრს იმუშავებთ, ბევრს მიაღწევთ ფეხბურთშიც და ცხოვრებაშიც."
"არ ვაპირებ საყვარელი საქმის შეწყვეტას მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ვიღაცას არ მოსწონს. მე უბრალოდ, ჩემი ცხოვრებით ვცხოვრობ."
10-1699355433.jpg
"ჩვენი მდგომარეობიდან გამომდინარე, არაერთ სირთულეს ვხვდებით. როდესაც რესტორანში შევდივართ, ყველა ჩვენ გვიყურებს. თუ ბავშვი ცელქობს, მაშინვე გვკიცხავენ. არადა, ეს ნორმალურია, ცხოვრების შემადგენელი ნაწილია. ბევრი ვიშრომეთ ამ პოზიციის მისაღწევად და ჩვენი სტატუსით კმაყოფილები ვართ. არავისგან არაფერს ვითხოვთ."
"ქალისთვის 30 წელი მშვენიერი ასაკია. კაცისთვის კი დაღმასვლა იწყება. წონაში იმატებ, სხვადასხვა პრობლემა ჩნდება, აღარ გამოგდის ის, რასაც 20 წლის ასაკში აკეთებდი. მაგრამ, ჩემი ცხოვრება მომწონს."
"ჩემს ცოლს 110%-ით ვენდობი. თუ ის იტყვის, რომ კაბაში უნდა გამოვეწყო, ესე იგი, ასეა საჭირო."
"სკოლაში, როდესაც მასწავლებლები მეკითხებოდნენ, ვინ მინდოდა გავმხდარიყავი, ყოველთვის ვპასუხობდი, რომ - ფეხბურთელი, მაგრამ ჩემს პასუხს სერიოზულად არ აღიქვამდნენ. სინამდვილეში, ფეხბურთის გარდა არც არაფერზე მიფიქრია."
4-1699355451.jpg
"ჩემი ყველაზე ცნობილი მეგობარი ტომ კრუზია. ის ჩემზე ბევრად უფრო აღიარებულია."
"ფეხბურთში ძალიან მნიშვნელოვანია, კარგი ვარცხნილობა გქონდეს, რადგანაც ბევრი გოგონა კამერით ხელში შენს სანახავად მოდის. მოთამაშის პოპულარობა, გარკვეულწილად, გარეგნობაზეცაა დამოკიდებული."
"როგორც წესი, ასე ხდება: ჩემი ცოლი ახალ ჩანთებს, ტანსაცმელს ყიდულობს. შემდეგ მომიბრუნდება და მეუბნება: "ძვირფასო, შენც გიყიდე რაღაც" და ამოიღებს ჩანთიდან სამაჯურს, რომლის ღირებულებაც 1 ევროა."
"რთული პერიოდები ყველა ადამიანს აქვს, მაგრამ მათ გადასალახავად ძალა უნდა მოვიკრიბოთ."
"რასაც არ უნდა ვაკეთებდე, საუკეთესო უნდა ვიყო. სანახევროდ არასოდეს არაფერს ვაკეთებ."

წყარო: beaumonde.ge




გაზიარება
მოინახულეს 764-ჯერ
კომენტარები
მსგავსი საიხლეები
რეკლამა