„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი წევრი, ზურა დათუნაშვილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის არის დაკავებული. ის ამ დროისთვის დიღმის იზოლატორშია გადაყვანილი.
როგორც ადვოკატმა, ბექა კვინიკაძემ განაცხადა, დათუნაშვილს დაზიანებები აღენიშნება.
„ზურა დათუნაშვილს ხილული დაზიანება აქვს ყელის არეში და ასევე, მარცხენა თვალი აქვს შესიებული. მანქანაში ჩასმის დროსაც გვერდებში ურტყამდნენ, მაგრამ ახლა გვერდებში არაფერი აღენიშნებოდა. თვითონ თავს მხნედ გრძნობს. დაკავებულია,173-ე მუხლით, ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული“-განაცხადა ბექა კვინიკაძემ.
ცნობისთვის, 4 დეკემბერს, სასტუმრო „ქორთიად მარიოტთან“, სადაც 4 ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიის შეხვედრა დასრულდა, ოპოზიციის წარმომადგენლებს გარეთ გაურკვეველი პირები დახვდნენ. ადგილზე იყო ფიზიკური დაპირისპირება და ხმაური, რა დროსაც „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი წევრი, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონი ზურა დათუნაშვილი დააკავეს.
წყარო: tia.ge
ზურა დათუნაშვილს დაზიანება აქვს ყელის არეში, შესიებული აქვს თვალი, მანქანაში ჩასმის დროს ურტყამდნენ გვერდებში - ადვოკატი
5-12-2024, 11:07
კომენტარები
20-01-2025 22:00
0
„ჩემი გული...“ - ზურიკო დავითაშვილის მეუღლე უთბილეს კადრებს გვიზიარებს
ვრცლად
20-01-2025 17:19
810
ის რაც აქამდე არ გინახავთ – ხაბიბ ნურმაგომედოვის წარმოუდგენელი საქციელი როდესაც დვალიშვილი გამარჯვებულად გამოაცხადეს
ვრცლად
20-01-2025 16:08
103
"ბრძოლას ვერ ვუყურე..." - მერაბ დვალიშვილის მშობლებისა და ახლობლების პირველი ემოციები, დიდი გამარჯვების შემდეგ
ვრცლად
20-01-2025 13:16
174
“ერთი სული მაქვს…” – რუსი პიოტრ იანი, რომელიც დვალიშვილმა ერთხელ უკვე დაამარცხა, ქართველს ბრძოლაში იწვევს – რას წერს სოციალურ ქსელში ?
ვრცლად