ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ფსიქოლოგის მარინა მათიაშვილის განცხადებით, ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის, ნელი დოროყაშვილის ფსიქო-ემოციური მდგომარეობის კვლევისას მისი მდგომარეობა ფსიქოლოგიურ ტანჯვად შეფასდა. აღნიშნულის შესახებ მათიაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, სადაც მოწმის სახით ჩვენებას აძლევს.
ფსიქოლოგმა სასამართლოში ნელი დოროყაშვილის მიერ გაცხადებული ინფორმაცია გააჟღერა, რომელიც დაზარალებულმა მას ექსპერიმენტულ-ფსიქოლოგიური კვლევის დროს მიაწოდა. აღნიშნულის მიხედვით, ნელი დოროყაშვილი ფსიქოლოგს უყვება, რომ მისი და ნიკოლოზ ბასილაშვილის ცხოვრებაში დედამთილი აქტუალური იყო.
"პირველივე თვეებიდან მივხვდი, რომ რაღაც გაუგებრობაში ვიყავი. დედამთილთან თავიდან კარგი ურთიერთობა მქონდა, თითქმის მეგობრული... მიხვდი, რომ ჩემი პიროვნული მიუღებლობა ჰქონდა, ჩემი ყველაფრისგან განრიდება ხდებოდა და ნიკას განრიდება ჩემგან. ფეხმძიმობის პერიოდში ხშირი იყო მეგობრული შეგონებები - მშობიარობის შემდეგ ქალის ფსიქიკა ლაბირულია და ხშირად გიჟდებიანო, ეს გამონათქვამები კონკრეტულად მე მეხებოდა - მშობიარობის შემდეგ, ქალის ფსიქიკა ლაბირულია და დიდი ალბათობაა გაგიჟდე, ბოლოს, სრულიად კატეგორიული ფორმა მიიღო - გიჟი ხარ. რაღაც მომენტში მივხვდი, რომ დედამთილის მეშინოდა, მაგრამ თავაზიანად ვიქცეოდი, ბავშვი მცირეწონიანი დაიბადა, მაგრამ ჯანმრთელი, ამაზე მსაყვედურობდა - შენ ისიც გეყოფა, უდღეური ბავშვი რომ გააჩინე, ვერსად ვერ ვამბობ ამასო, რომ შევეპასუხე, უზრდელი ხარო. ეს ყველაფერი ჩემი და ნიკას ურთიერთობაზე აისახა. 2016 წლიდან ძალადობის ფორმები დამძიმდა, 2017 წლიდან ძალიან აგრესიული სახე მიიღო", - აცხადებს ნელი დოროყაშვილი ფსიქოლოგთან.
წყარო:palitravideo.ge
"ვერსად ვერ ვამბობ ამასო, მსაყვედურობდა - შენ ისიც გეყოფა, უდღეური ბავშვი რომ გააჩინეო" - ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე
27-05-2021, 17:17
გაზიარება
მოინახულეს 1 318-ჯერ
კომენტარები
25-04-2024 19:47
23
ვაჟა მარგველაშვილმა თურქი მეტოქე დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი გახდა! (ვიდეო)
ვრცლად
24-04-2024 10:32
184
"ამ ბიჭის წონა გამარჯვებები მოუტანეთ ქვეყანას და მერე ილაპარკეთ“ - ზურა ხაჩიძე დავით კაჭარავაზე
ვრცლად
24-04-2024 09:05
334
ზურიკო დავითაშვილის მორიგი ბრწყინვალე გოლი საფრანგეთის ლიგა 2-ში (+VIDEO)
ვრცლად
23-04-2024 12:49
919
ფონდი "ქართუს" ჯილდო ეროვნულ ნაკრებს
ვრცლად