ფამაგუსტას „ანორთოსისი“ შესაძლოა მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში თორნიკე ოქრიაშვილმა დატოვოს. კვიპროსული მედია მოსალოდნელი ტრანსფერზე იტყობინება და წერს, რომ კლუბი მზადაა ქართველი ფეხბურთელის თაობაზე წინადადებები განიხილოს.
ოქრიაშვილით თურქული გუნდები ყოფილან დაინტერესებულნი, მაგრამ კონკრეტული სახელები უცნობია. გარდა ამისა, თორნიკეს ნიქოზიის „ომონიაც“ იწვევს და „ანორთოსისს“ მის სანაცვლოდ ბერძენი ნახევარმცველი ხარალამბოს მავრიასიც შესთავაზეს. თუმცა, ფამაგუსტელებმა „ოქრის“ სანაცვლოდ „ომონიადან“ ფრანგი ფეხბურთელი ერიკ ბოატეკი მოითხოვეს - ამ გარიგებაზე ნიქოზიელები არ ეთანხმებიან. ამრიგად, გარიგება შეფერხდა, მაგრამ არაა გამორიცხული ვითარება შეიცვალოს.
ზემოხსენებული ფაქტები მოწმობს, რომ თემურ ქეცბაია თანახმაა თანამემამულეს შეელიოს და მას წასვლის უფლება მისცეს. „ანორთოსისის“ დატოვების სურვილი 28 წლის ფეხბურთელსაც აქვს და კარიერის უკეთეს ლიგაში გაგრძელება სურს. ამიტომ, კონტრაქტის განახლებაზე უარს ამბობს, რომელიც სეზონის ბოლოს იწურება. აღნიშნულიდან გამომდინარე, „ანორთოსისში“ ურჩევნიათ, მას ახლავე შეელიონ, რომ ფინანსურად გარკვეული სარგებელი ნახონ.
თორნიკე ოქრიაშვილმა მიმდინარე სეზონში კვიპროსის ჩემპიონატში 8 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. ქართველი შემტევი ტრავმირებულია და ნოემბრიდან მოყოლებული არ უთამაშია.
ქეცბაია მზადაა ოქრიაშვილი გაუშვას - თორნიკეს რამდენიმე ვარიანტი აქვს
გაზიარება
მოინახულეს 1 540-ჯერ
კომენტარები
07-05-2024 08:55
682
გიგა ჭიკაძემ სომეხი მეტოქე ერთი დარტყმით ნოკაუტში გაგზავნა (ვიდეო)
ვრცლად
06-05-2024 14:24
3 135
რატომ აღარ იძებნება ბუდუ ზივზივაძე "ფეისბუქზე"? - რას წერს ფეხბურთელი "ინსტაგრამზე”
ვრცლად
06-05-2024 14:16
1 418
ქართველმა მილიარდერმა ინგლისური გუნდი შეიძინა
ვრცლად
04-05-2024 15:33
2 327
"უმაღლესი კლასი!" - ბუდუ ზივზივაძემ ბრწყინვალე გოლი გაიტანა (ვიდეო)
ვრცლად