დღის ახალი ამბები

რა ხდება სერხიო რამოსის ირგვლივ ?

რა ხდება სერხიო რამოსის ირგვლივ ?
27-01-2021, 10:44

სერხიო რამოსს მადრიდის "რეალთან" კონტრაქტი კვლავ არ გაუხანგრძლივებია, გავრცელებული ინფორმაციით კლუბი და ფეხბურთელი შეთანხმებას ვერ აღწევენ .

ესპანური გამოცემების ინფორმაციით მოლაპარაკებები ჩიხშია შესული , "რეალს" აქვს შემუშავებული გეგმა ფეხბურთელების მიმართ "დათანხმდი ან წადი" , როგორც ჩანს სერხიოს შეთავაზებული კონტრაქტის პირობები არ აკმაყოფილებს.

აქვე შეგახსენებთ, რომ რამოსის დამატებით აქტიურად არის დაინტერესებული "პსჟ", პარიზული კლუბი მზად არის ფეხბურთელს წლიური ანაზღაურება 15 მილიონი შესთავაზონ, რაც რამოსის არსებულ კონტრაქტის ხელფასზე 4 მილიონით მეტია.




გაზიარება
მოინახულეს 1 202-ჯერ
კომენტარები
რეკლამა