მარია შარაპოვა კორტებზე ყვირილის მიზეზს ხსნის :
" პატარა ასაკში გამომიმუშავდა ხასიათი, რომელიც ჩემი თამაშის განუყოფელი ნაწილი გახდა, დარტყმისას დავიწყე კვნესა და ყვირილი. უკვე მაშინ ვცდილობდი განსაკუთრებული ვყოფილიყავი. არანაირი ემოცია, არანაირი შიში. ყინული. არ ვმეგობრობდი სხვა გოგონებთან, რადგან ამით უფრო რბილი გავხდებოდი და ჩემი დამარცხება უფრო იოლი გახდებოდა. ისინი შეიძლება საუკეთესო მეგობრები ყოფილიყვნენ მსოფლიოში, მაგრამ მე არ მინდოდა ამის შესახებ რაიმე მცოდნოდა. ეს იყო ჩემი არჩევანი. მიმაჩნდა, რომ მოგვიანებით დავმეგობრდებოდით, როცა მე წავიდოდი ან ისინი წავიდოდნენ, როცა ასაკი მოგვემატებოდა და თამაში მოგვბეზრდებოდა. მაგრამ არა ახლა. ეს ჩემი ხასიათია - ეს ჩემი ყველაზე დიდი უპირატესობაა. რატომ უნდა დავნებდე? ჯერ კიდევ იქამდე, სანამ კორტზე გავალ, ზოგიერთი ჩემი მეტოქე უკვე შეშინებულია. მე ამას ვგრძნობ. მათ იციან, რომ ძლიერი მოთამაშე ვარ. მე არ მაინტერესებს მეგობრობა ბრძოლის ველზე."
"ამის შემდეგ დავიწყე კვნესა და ყვირილი.." - მარია შარაპოვას აღიარება (ვიდეო)
27-02-2021, 13:50
კომენტარები
21-11-2024 22:57
63
„ბარსას კვარა მოსწონს, თუმცა...“ - ბოლო ცნობები კატალონიიდან
ვრცლად
20-11-2024 20:12
7 357
გიორგი მიქაუტაძის შეძენა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გრანდს სურს
ვრცლად
20-11-2024 15:17
439
„ბოლო ოთხ ტურში ერთი ქულისთვის მადლობის გადახდა, არის, პირველ რიგში, შეურაცხყოფა...“ – გიორგი კეკელიძის მკვეთრი შეფასება
ვრცლად
20-11-2024 08:28
2 883
ვის და როდის შეხვდება საქართველოს ნაკრები B დივიზიონში დასარჩენად ?
ვრცლად