დღის ახალი ამბები

“მიხარია, რომ ასეთი ძლიერია... ბედნიერი ვარ, რომ მქონდა შანსი, ეს ცეკვა მისთვის მიმეძღვნა“ - სალომე ჭაჭუას სპორტმსმენი მეწყვილე ემოციურ წერილს ავრცელებს

“მიხარია, რომ ასეთი ძლიერია... ბედნიერი ვარ, რომ მქონდა შანსი, ეს ცეკვა მისთვის მიმეძღვნა“ - სალომე ჭაჭუას სპორტმსმენი მეწყვილე ემოციურ წერილს ავრცელებს
19-02-2022, 13:45
---

საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, რომ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი მოცეკვავე სალომე ჭაჭუა ირლანდიურ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ იღებს მონაწილეობას. მისი მეწყვილე მორაგბე ჯორდან კონროია. სალომეს შესახებ ირლანდიური The Sun-ი წერს: „წელს სალომე ჭაჭუა „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ხუთი ახალი პროფესიონალი მოცეკვავიდან ერთ-ერთია. სალომე საქართველოდანაა და ის პროფესიონალი ქორეოგრაფია. თავის სამშობლოში ლათინურ ცეკვებში ჩემპიონია. ასევე არის ცეკვის სტუდია Prime Dance-ის დამფუძნებელი და დირექტორი“.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ასრულებენ სალომე და კონროი ფოქსტროტს. მეექვსე ტურში შესრულებული ამ ცეკვით მათ 19 ქულა დაიმსახურეს და შემდეგ ტურშიც გადავიდნენ. ჯორდან კონროიმ სოციალურ ქსელში ემოციური წერილი გაავრცელა, სადაც წერდა, რომ ეს ცეკვა დედას მიუძღვნა, სალომეს კი მადლობას უხდის ლამაზი ქორეოგრაფიისთვის: „მინდა აღვნიშნო, რამდენად ძლიერი ადამიანია დედაჩემი. ის პირველივე წუთიდან ჩემი ნომერ პირველი გულშემატკივარია. მადლობელი ვარ, რომ ამ ემოციების გადმოცემის საშუალება მომეცა. მადლობა სალომე ჭაჭუას ასეთი ლამაზი ცეკვის ქორეოგრაფიისთვის”, – წერს ჯორდან კონროი.

სპეციალურად ჯორდანის შესახებ მომზადებულ ვიდეორგოლში მორაგბის დედაც საუბრობს: „მე ვერ ვიქნებოდი ის, ვინც ვარ, რომ არა შენ და შენი და“ - ამბობს ის. ვიდეოდან ირკვევა, რომ ჯორდანი და მისი და დედამ მარტომ გაზარდა, რადგან ის ოჯახში ძალადობის მსხვერპლი გახდა.




გაზიარება
მოინახულეს 1 959-ჯერ
კომენტარები
რეკლამა