ვეტერანი ფეხბურთელი, აჩი არველაძე ეროვნული ნაკრების ისტორიულ გამარჯვებაზე „ტვ პირველის“ ეთერში საუბრობს. არველაძე აღნიშნავს, რომ უხარია, როცა მთელი საქართველო ერთნაირად აღნიშნავს და ზეიმობს ამ მოვლენას.
აქვე, არველაძე გადაცემის წამყვანის, ინგა გრიგოლიას მისამართით აცხადებს, რომ მათაც კი უხარიათ და ბედნიერები არიან, რაზეც ინგა გრიგოლიამ ღიმილით უპასუხა, რომ სიტყვები - „თქვენც კი“ ვითომ არ მოუსმენია და ამჯერად გაატარებს და არ იდისკუსიებს მასთან.
„გუშინდელმა თამაშმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა იმაში, რომ ჩვენი ქვეყნისთვის და ქართველებისთვის ფეხბურთი არის უმნიშვნელოვანესი რამ. ეს არ არის მხოლოდ სპორტის სახეობა, ეს არის ჩვენი იდენტობა, რელიგიურ დონეზეც კი შეიძლება ავიყვანოთ და მიხარია, რომ ასე ერთ სიხარულს მთელი საქართველო განიცდის და ყველას ერთნაირად უხარია. აი, თქვენც კი ძალიან ბედნიერები ხართ და ძალიან ლამაზად და „ხოშიანად“ აშუქებთ ამ მოვლენას“, - განაცხადა აჩი არველაძემ.
წყარო: tia.ge/
თქვენც კი, ძალიან ბედნიერები ხართ და ლამაზად აშუქებთ ამ მოვლენას - არჩილ არველაძე ინგა გრიგოლიას
30-06-2024, 14:37
---
კომენტარები
22-11-2024 23:04
550
გიორგი მამარდაშვილი ახალდაბადებული შვილის პირველ ფოტოს აქვეყნებს
ვრცლად
22-11-2024 15:02
927
ერთა ლიგის B ჯგუფში დარჩენისთვის საქართველოს ნაკრების მეტოქე ცნობილია
ვრცლად
21-11-2024 22:57
277
„ბარსას კვარა მოსწონს, თუმცა...“ - ბოლო ცნობები კატალონიიდან
ვრცლად
20-11-2024 20:12
9 602
გიორგი მიქაუტაძის შეძენა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გრანდს სურს
ვრცლად