დღის ახალი ამბები

"მათ ერთ ლიდერს არითმია აქვს, მეორე კი უბრალოდ ხულიგანია " - რას წერს ესპანური პრესა საქართველოზე

"მათ ერთ ლიდერს არითმია აქვს, მეორე კი უბრალოდ ხულიგანია " - რას წერს ესპანური პრესა საქართველოზე


28-08-2025, 18:21

ევროპის ჩემპიონატის საქართველოს ნაკრებმა სენსაციურად და ხმაურიანად დაიწყო , ჩვენმა ნაკრებმა ტურნირის მოქმედი ჩემპიონი 83:69 დაამარცხა.


გამარჯვებაცაა და გამარჯვებაც, აღსანიშნავია რომ მთელი შეხვედრის განმავლობაში ესპანეთის ნაკრები მხოლოდ ერთხელ იყო წინ და ისიც 1 ქულით.


ესპანურ მედიაში თავიანთი ნაკრების მარცხს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, წამყვანი გამოცემებმა კრიტიკული სიტყვები არ დაიშუროს ესპანელი მოთამაშების მიმართ.


AS:
„სულის გარეშე მოასპარეზე ესპანეთი ქართველთა წინაშე დანებდა!“
საქართველოს წინააღმდეგ ესპანეთის თამაში სევდიანი და უძლური იყო — ნამდვილი ჩავარდნა გუნდისგან, რომელიც ბრძოლითაა ცნობილი. მაგრამ ამჯერად, ესპანეთის მხარეს ვერც ნება, ვერც გული და ვერც ტალანტი ვერ გამოჩნდა.


Marca:
„ესპანეთი განადგურდა — საშინელი დასაწყისი ევრობასკეტზე“
ასე ცუდად ამ გუნდის თამაში ვერავის წარმოედგინა. რომ გადავრჩეთ ჯგუფიდან, სასწრაფოდ გვჭირდება ტრანსფორმაცია.
შენგელიამ ექიმების გაფრთხილება უგულებელყო და მაინც გავიდა მოედანზე — და მოწინააღმდეგეს აჩვენა, როგორ იბრძვიან.


საქართველოს ორი ლიდერი?
ერთი — სასტუმროს შვეიცარის გარეგნობით (ბითაძე )
მეორე — არითმიის მიუხედავად შეუპოვარი. (შენგელია)
და მაინც, ისინი დაგვჯაბნეს — გუნდმა, რომელმაც ევრობასკეტამდე ექვსივე ამხანაგური მატჩი წააგო!


"ორლანდოს" კლდოვანი გოლიათი, 213 სმ-იანი გოგა ბითაძე, მოედანზე ბოსივით იქცეოდა — თავხედურად , ხულიგნურად, მაგრამ ეფექტურად. ის იყო ის ძალა, რაც ესპანელებს აკლდათ."




  • ევრობასკეტი, საქართველო, ესპანეთი
    გაზიარება
    მოინახულეს 4 144-ჯერ
    რეკლამა