დღის ახალი ამბები

დღეს საქართველო იტალიას დაუპირისპირდება

დღეს საქართველო იტალიას დაუპირისპირდება


30-08-2025, 04:59

ევროპის ჩემპიონატის მეორე შეხვედრაში საქართველოს ნაკრები იტალიის ნაკრებს დაუპირისპირდება.


პირველ ტურში ჩვენმა ნაკრებმა ესპანეთის ნაკრები დაამარცხა, იტალიის ნაკრები კი საბრძნეთის ნაკრებთან დამარცხდა. ახლა  ჯგუფს 2-2 ქულით სამი ნაკრები ბოსნია-ჰერცოგოვინა, საქართველო და საბერძნეთი ლიდერობს , 1-1 ქულა აქვთ კი ესპანეთს, იტალიას და კვიპროს.


დღევანდელ შეხვედრაში იტალიის ნაკრები ძალიან მოტივირებული იქნება, რადგან ჯგუფის დაწყება ზედიზედ ორი მარცხით მათ გეგმებს და მიზნებს ძალიან არევს, თუმცა მათ პირველ ტურში ბრწყინალედ მოასპარეზე საქართველოს ნაკრები დაუხვდება.


ქართველი კალათბურთელები  მატჩს მაღალი განწყობით ხვდებიან, ჩვენმა ბიჭებმა ესპანეთის ნაკრები მართლაც უშანსოდ დაამარცხეს, ადვილი საქმე სულააც არაა ევროპის მოქმედ ჩემპიონს 14 ქულით აჯობს.


ორივე ნაკრებისთვის დღევანდელ მატჩს დიდი მნიშვნელობა აქვს, ამიტომაც ძალიან დაძაბული მატჩის მოლოდინში ვართ, შეხვედრა საქართველოს დროით 16:00 საათზე დაიწყება და მატჩის პირდაპირი ტრანსლაცია საზოგადოებრივ მაუწყებელზე იქნება.





  • გაზიარება
    მოინახულეს 591-ჯერ
    რეკლამა