სისხლი და ძვალი
პორტუგალიელს კოლეგებისგან განსხვავებით ტატუ საერთოდ არ აქვს, რასაც თავისი მიზეზი გააჩნია. კრიშტიანუ სისხლს ხშირად გასცემს და იგივე ქმედებებისკენ სხვებსაც მოუწოდებს. საქმე იმაშია, რომ ტატუს გაკეთების შემდეგ სისხლის ჩასაბარებლად გარკვეული დროის გასვლაა საჭირო, წინააღმდეგ შემთხვევაში, მელნის გამო, შესაძლოა სერიოზულ ინფექციური დაავადებები განვითარდეს.2015 წელს კრიშტიანუმ განაცხადა: „თითოეულ ჩვენგანს, სისხლის ჩაბარებით მსოფლიოს შეცვლა და სამი სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! ჩემი მამოძრავებელი ძალა სწორედ ესაა! მსურს მსოფლიოს მოსახლეობას სისხლის ხშირად ჩაბარებისკენ და სიცოცხლის გადარჩენისკენ მოვუწოდო“.კრიშტიანუს საქველმოქმედო ქმედებები ძვლის ტვინის გადანერგვამდეც მივიდა. მისი ყოფილი თანაგუნდელის, კარლუშ მარტინშის შვილს ძვლის ტვინის გადანერგვა სჭირდებოდა და დონორად სწორედ რონალდუ იქცა:
„ხალხი ფიქრობს, რომ ძვლის ტვინის გადანერგვა საკმაოდ რთული ოპერაციაა, თუმცა რეალურად რამდენიმე მარტივი პროცედურის გავლაა საჭირო, რომელიც მტკივნეული სულაც არაა“.
ოქროს ბუცის ამბავი
2011 წელს რონალდუმ 40 გოლი გაიტანა და მიუხედავად იმისა, რომ რეალმა სეზონი მეორე ადგილზე დაასრულა, ოქროს ბუცი მოიგო. შენახვის ნაცვლად პორტუგალიელმა ახლად მოპოვებული ჯილდო საქველმოქმედო მიზნებისთვის გაყიდა. აუქციონზე ბუცი 1.2 მილიონ ფუნტად შეიძინეს, შეგროვებული თანხა კი კრიშტიანუმ ომით განადგურებულ ღაზას სექტორში სკოლების ასაშენებლად გადარიცხა.
რონალდუ და ახალგაზრდა ქომაგის ამბავი
2009-ში რონალდუმ ნუჰუზეტ გუილენის შესახებ გაიგო. ამ უკანასკნელს კიბო ჰქონდა და მისი გადარჩენის შანსები ძალიან დაბალი იყო. კრიშტიანუმ ქომაგის სახლში მაშინვე მძღოლი გაგზავნა და ბიჭი იმ სასტუმროში მოიყვანა, სადაც რეალი იმყოფებოდა. ლიფტიდან გამოსულს პორტუგალიელმა გაიხუმრა:
„არაფრის თქმა არ გინდა“?შემდეგი გოლი რონალდუმ ნუჰუზეტს მიუძღვნა და იგი ბერნაბეუზე გასამართ მატჩზე დაპატიჟა, სადაც შეხვედრის დასრულებისთანავე მასთან მივიდა და საკუთარი ფორმა აჩუქა. მამამისთან საუბრისას პორტუგალიელი მიხვდა, რომ გადარჩენის შანსები არ არსებობდა, მაგრამ, ექსპერიმენტალური მკურნალობა მაინც დააფინანსა, პლუს ამას წამლების და საავადამყოფოში ყოფნის ფულს ერთი წლის განმავლობაში უხდიდა. სამწუხაროდ ბიჭუნა 2013 წელს გარდაიცვალა...
ახალგაზრდა ქომაგის გადარჩენილი სიცოცხლე
2014 წელს ათი თვის ერიკ ორტეზ კრუზს, რომელსაც კორტიკალური დისპლაზია ჰქონდა, დედამ, კრიშტიანუს დახმარება და შვილისთვის მაისურის ჩუქება სთხოვა, რომლის შემდგომ გაყიდვა და შვილის მკურნალობის თანხის შეგროვება სურდა...აღნიშნული დაავადება დღეში საშუალოდ 30 შეტევას იწვევს...
ისტორიის გაგების შემდეგ კრიშტიანუმ არა მხოლოდ მაისური, არამედ ოპერაციის ფული, 55 000 ფუნტი სრულად გადაიხადა და სარეაბილიტაციო პერიოდის ღირებულების დაფარვის პირობაც დადო, თუმცა საბედნიეროდ ბავშვი ოპერაციის შემდეგ, ძალიან მალე გამოჯანმრთელდა----------------------
კრიშტიანუ რონალდუ: „მამაჩემი ყოველთვის მეუბნებოდა, რომ როდესაც შენ ადამიანებს ეხმარები, ღმერთი ორმაგად მეტს გაძლევს. ეს ჩემ თავზე ნამდვილად გამოვცადე. როცა იმ ხალხს დავეხმარე, ვისაც ეს ნამდვილად სჭირდებოდა, ღმერთი უფრო მეტად დამეხმარა“.
წყარო: Total Sports / ტოტალური სპორტი
4 ამბავი, რომელიც კრიშტიანუ რონალდუს შესახებ წარმოდგენას აუცილებლად შეგიცვლით
11-11-2023, 08:22
კომენტარები
20-11-2024 20:12
1 553
გიორგი მიქაუტაძის შეძენა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გრანდს სურს
ვრცლად
20-11-2024 15:17
257
„ბოლო ოთხ ტურში ერთი ქულისთვის მადლობის გადახდა, არის, პირველ რიგში, შეურაცხყოფა...“ – გიორგი კეკელიძის მკვეთრი შეფასება
ვრცლად
20-11-2024 08:28
2 380
ვის და როდის შეხვდება საქართველოს ნაკრები B დივიზიონში დასარჩენად ?
ვრცლად
20-11-2024 01:05
3 748
ვინ არის ლუკა ხარატიშვილი, რომელმაც საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპაზე გაიყვანა ?
ვრცლად