რუსმა ძალოსანმა, ალეკსეი ლოვჩევმა პლანეტის უძლიერესი ძალოსნის, ლაშა ტალახაძის შესახებ კომენტარი გააკეთა.
GoB Channel-თან ინტერვიუში, 2014 წლის ევროპის ჩემპიონმა განაცხადა, რომ ის გახსნილია და ტალახაძის მიმართ ცუდი დამოკიდებულება არ აქვს, თუმცა ქართული მხარისაგან იგივეს ვერ გრძნობს.
“ლაშა ტალახაძეს კოსმიური შედეგები აქვს. ის დიდ წონებს მარტივად წევს და უფრო მეტიც შეუძლია. უბრალოდ, მას ეუბნებიან, რომ მეტის აწევა საჭირო აღარაა. ჯერჯერობით, აჩერებენ.
მასთან ურთიერთობა არ მაქვს. ბევრ ძალოსანთან მაქვს ურთიერთობა, მაგრამ მასთან – არა. მე გახსნილი ვარ და ეს იმით არ არის გამოწვეული, რომ მისდამი ცუდი დამოკიდებულება მაქვს. არ მგონია, რადგან ლაშა ჩემი მეტოქეა, მის მიმართ ცუდად განწყობილი უნდა ვიყო, თუმცა ქართული მხარისგან მსგავსი რამ ჩანს”, – განაცხადა 30 წლის სპორტსმენმა.
ლოვჩევმა 2015 წელს, ჰიუსტონში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატზე აკვრაში 264 კილოგრამი დაიმორჩილა, ორჭიდის კამში კი 475 კილოგრამი დააფიქსირა. მაშინ ის მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა, თუმცა ორგანიზმში დოპინგის კვალი აღმოაჩნდა, რის გამოც ოქროს მედლები ტალახაძეს გადაეცა. ლოვჩევი ოთხწლიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა.
რა განაცხადა რუსმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძის შესახებ, რაზეც მთელი საქართველო ლაპარაკობს
17-04-2021, 09:54
კომენტარები
21-11-2024 22:57
63
„ბარსას კვარა მოსწონს, თუმცა...“ - ბოლო ცნობები კატალონიიდან
ვრცლად
20-11-2024 20:12
7 357
გიორგი მიქაუტაძის შეძენა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გრანდს სურს
ვრცლად
20-11-2024 15:17
439
„ბოლო ოთხ ტურში ერთი ქულისთვის მადლობის გადახდა, არის, პირველ რიგში, შეურაცხყოფა...“ – გიორგი კეკელიძის მკვეთრი შეფასება
ვრცლად
20-11-2024 08:28
2 883
ვის და როდის შეხვდება საქართველოს ნაკრები B დივიზიონში დასარჩენად ?
ვრცლად