ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი, ირმა ჭკადუა საქართველოს სახალხო დამცველს მიმართავს.
ჭკადუა ომბუდსმენს მოუწოდებს დაინტერესდეს იმ ფეისბუქ პოსტებით, რომელიც ბასილაშვილის გამარჯვებას მოჰყვა.
ადვოკატის მტკიცბით, თქმით, ირღვევა მისი დაცვის ქვეშ მყოფის უდანაშაულობის პრეზუმფცია, რადგან ჯერჯერობით სასამართლოს ბასილაშვილთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიუღია. ჭკადუა ამბობს, რომ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადებებით ომბუდსმენის აპარატი უნდა დაინტერესდეს.
ირმა ჭკადუა ასევე ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც საქართველოს პირველმა ჩოგანმა როჯერ ფედერერი დაამარცხა, რამდენიმე ორგანიზაციამ თბილისიდან, სპორტსმენის ტურნირიდან მოხსნა მოითხოვა.
"არც ერთ სასამართლოს არ დაუდგენია, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი არის მოძალადე, დამნაშავე. სამწუხაროდ, ეს არასამთავრობო ორგანიზაციები ამ ყველაფერს იყენებენ საგრანტო პროგრამების მისაღებად და მე მინდა მივმართო სახალხო დამცველს, რომ მან დაიცვას მისი ქვეყნის ყველაზე წარმატებული სპორტსმენი ბატონი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომლის მიმართაც ირღვევა უდანაშაულობის პრეზუმფცია და მის მიმართ გამოყენებული იქნა არაერთხელ სიძულვილის ენა," - განაცხადა ირმა ჭკადუამ.
ნიკოლოზ ბასილაშვილმა გუშინ, 11 მარტს დოჰას საერთაშორისო ტურნირზე როჯერ ფედერერი დაამარცხა. დღეს კი ნახევარფინალურ შეხვედრაშიც იმარჯვა და ფინალში გავიდა.
წყარო: report.ge/
როჯერ ფედერერის დამარცხების შემდეგ, ქართულმა არასამთავროებმა ბასილაშვილის ტურნირიდან მოხსნა მოითხოვეს
12-03-2021, 23:00
გაზიარება
მოინახულეს 2 045-ჯერ
კომენტარები

06-08-2022 09:37
519
"სეზონის ბოლოს მარადონას არსებობას დავივიწყებთ" - რას წერენ ნეაპოლელი გულშემატკივრები ხვიჩა კვარაცხელიაზე ტრანსფერიდან 1 თვის შემდეგ
ვრცლად

01-08-2022 07:47
3 648
„ბომბი გოგო ხარ“- ნიკოლოზ ბასილაშვილის შეყვარებული საოცარ ფორმაშია, წყვილი მალიორკაზე ისვენებს
ვრცლად

31-07-2022 09:57
833
ქართველმა მებრძოლმა დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქე ნოკაუტში ჩააგდო
ვრცლად

31-07-2022 08:55
1 268
სპორტის ისტორიაში ყველაზე უცნაური საჩუქრები და თასები (ფოტოგალერეა)
ვრცლად