„იგივე დეპრესია დამეწყო, გიორგი ნარსიას რომ მიხსენებენ, ასე მემართება და რა ვქნა? ქორწილში ეგ რომ დავინახო, შეიძლება გადავხტე იქიდან და თავი მოვიკლა...", - ეს სიტყვები ნიკოლოზ ბასილაშვილის დედის, ნატალია ნაჭყებიას განცხადებით, მას ყოფილმა რძალმა, ნელი დოროყაშვილმა ქორწილამდე მისწერა.
ნატალია ნაჭყებია თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩვენებას აძლევს. ის დეტალურად ჰყვება ნელი დოროყაშვილთან მის ურთიერთობაზე და აღნიშნავს, რომ ყოფილ რძალთან თავიდან კარგი ურთიერთობა ჰქონდა.
„ქორწინებამდე ორი წლით ადრე გავიცანი, რამდენადაც ვიცი, ინტერნეტით გაიცნეს ერთმანეთი. ნელი ჩემთვის როგორც შვილი ისე იყო. პირადი ამონაწერები მაქვს და ადვოკატებისთვის არ მიმიცია, ამის საჭიროება მას შემდეგ გახდა, რაც ნელიმ ჩვენება მისცა და ეს ტელევიზიით გაჟღერდა, ეს ჩანაწერები იმის დამადასტურებელია, რომ სიცრუე ისაუბრა.
პირველად ნელიმ თხოვნით მომმართა, რომ მას ნიკას მეჯვარე არ მოსწონდა, ყველა შეხედულების გაზიარება შემიძლია, ამასაც თანადგომით მივუდექი. ეს ბიჭი, ნიკას ბავშვობის მეგობარი იყო, ნელის მასთან არანაირი წინაპირობა არ ჰქონია, ჩანაწერებში ვეუბნები კიდეც, რომ ნიკას მეგობრებში ყველაზე წესიერი იყო",- განაცხადა ნაჭყებიამ.
მან პროცესზე ნელი დოროყაშვილის მიერ მიწერილი შეტყობინება წაიკითხა.
„გუშინ იგივე დეპრესია დამეწყო. გიორგი ნარსიას რომ მიხსენებენ, ასე მემართება და რა ვქნა? ქორწილში ეგ რომ დავინახო, შეიძლება გადავხტე იქიდან და თავი მოვიკლა, ან მთელი ქორწილი მოვკვდე ტირილით. ძალიან არ მინდა ეს ჩვენი მეჯვარე იყოს. გეხვეწებით, რამე მოიფიქრეთ და უთხარით სანამ დროა ამ ოჯახს, თორემ მერე თქვენი სირცხვილი იქნება. ვერ წარმოვიდგენ მაგას ქორწილში, თან მე ძალიან მემჩნევა სახეზე ცუდად რომ ვარ და მთელი ქორწილი მოვკვდები ტირილით. ეგ თუ დარჩა მეჯვარედ. ნიკას ახლა არ ვეუბნები არაფერს, ვუთმენ სანამ ჩამოვა. რომ ჩამოვა დაელაპარაკეთ და ერთი მეჯვარე ჰყავდეს“,- წერს დოროყაშვილი ნაჭყებიას.
როგორც ნაჭყებია აღნიშნავს, დოროყაშვილს ბასილაშვილის მეჯვარე გარეგნულად არ მოსწონდა. მისივე თქმით, ნიკოლოზს სთხოვა, ყველაფერი ისე გაეკეთებინა, როგორც ნელის გაუხარდებოდა და საკუთარ ქორწილში თავი ბედნიერად ეგრძნო.
„ეგ რომ დავინახო, შეიძლება გადავხტე იქიდან და თავი მოვიკლა“ - რა ჩანაწერებით ამხილა სიცრუეში ნიკოლოზ ბასილაშვილის დედამ ნელი დოროყაშვილი სასამართლოზე
5-10-2022, 19:41
კომენტარები
21-11-2024 22:57
63
„ბარსას კვარა მოსწონს, თუმცა...“ - ბოლო ცნობები კატალონიიდან
ვრცლად
20-11-2024 20:12
7 357
გიორგი მიქაუტაძის შეძენა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გრანდს სურს
ვრცლად
20-11-2024 15:17
439
„ბოლო ოთხ ტურში ერთი ქულისთვის მადლობის გადახდა, არის, პირველ რიგში, შეურაცხყოფა...“ – გიორგი კეკელიძის მკვეთრი შეფასება
ვრცლად
20-11-2024 08:28
2 883
ვის და როდის შეხვდება საქართველოს ნაკრები B დივიზიონში დასარჩენად ?
ვრცლად