"ქორწილამდე დეპრესიის გარეშე ვცხოვრობდი და არასდროს შევუწუხებივარ დეპრესიულ მომენტს“, - ამის შესახებ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილმა მეუღლემ, დაზარალებულმა ნეკა დოროყაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.
მისი განცხადებით, დაქორწინებამდე ის და ბასილაშვილი ერთმანეთს წელიწადნახევრის განმავლობაში ხვდებოდნენ. ძირითადად, კაფეებში ნახულობდნენ ერთმანეთს, ამას გარდა, ნიკოლოზ ბასილაშვილი უმეტესად ტურნირებზე იმყოფებოდა, რის გამოც, მათ ერთმანეთის უფრო კარგად გაცნობა ვერ მოახერხეს.
ჩოგბურთელის ადვოკატის, თეონა გვაზავას კითხვაზე, ბასილაშვილსა და დოროყაშვილს შორის პირველი კონფლიქტი გამოიწვია თუ არა იმ ფაქტმა, რომ ნიკოლოზის მეჯვარე ერთ-ერთი პირი - ნარსია არ უნდა ყოფილიყო, რადგან ის არაფოტოგენური იყო, დაზარალებულმა უპასუხა, რომ - არა.
„მსგავსი რამ არ არსებობს, არაფოტოგენურია, რას ნიშნავს. წინაზეც აღვნიშნე, როცა ქორწილში კონკრეტული შინაარსის, კლასიკური მუსიკა დამთავრდა და დიჯეი მოვიდა, გაბრაზდა ნიკოლოზის დედა, ეს ქორწილში მყოფმა სტუმრებმაც ნახეს, ნიკოლოზი მაგიდასთან დაჯდა და მიჩქმიტა მხარზე", - განაცხადა დოროყაშვილმა.
ადვოკატის კითხვაზე, მიწერა თუ არა მან დედამთილს, ნატალია ნაჭყებიას, რომ თუკი ნარსია იქნებოდა მეჯვარე, მას დეპრესია დაემართებოდა, დაზარალებულმა ასე უპასუხა: „არ მახსოვს ნატალიას რა მივწერე, მე ნამდვილად ვერ შევარჩევდი ვიღაცის მეჯვარეს".
„ახლა გამახსენდა, ნიკოლოზს გადაწყვეტილი ჰქონდა ერთ-ერთი მეჯვარე ჰყოლოდა და ის შეცვალა, ეს გამიკვირდა. ნარსია ქალბატონი ნატალიას მეგობრის შვილი იყო, ნიკამ მითხრა, ის ბიჭი აღარ არის ჩემი მეჯვარე და ეს არისო, უბრალოდ გამიკვირდა, თორემ ნატალიასთვის რომ მეთქვა, დეპრესია მექნებაო, მსგავსი არ მახსენდება",- განაცხადა დოროყაშვილმა.
წყარო: palitravideo.ge
“ეს ქორწილში მყოფმა სტუმრებმაც ნახეს, ნიკოლოზი მაგიდასთან დაჯდა და მიჩქმიტა მხარზე“ - ნეკა დოროყაშვილის ჩვენების დეტალები
27-09-2022, 12:49
კომენტარები
25-11-2024 08:12
2
ანტონიო კონტემ მატჩის შემდეგ კვარაცხელიაზე კომენტარი გააკეთა
ვრცლად
24-11-2024 08:57
31
სანიოლი: მნიშვნელოვანია სად მივდივართ - ეს გრძელი, საინტერესო და ამაღელვებელი გზაა
ვრცლად
24-11-2024 08:11
847
ცნობილია რა ანაზღაურებას სთავაზობს ბარსელონა კვარაცხელიას
ვრცლად
24-11-2024 08:04
318
„საქართველოს ნაკრების ფორმა მეცვა, უკრაინის ნაკრებთან დამაყენეს, მაგრამ საქართველოს ჰიმნი რომ დაიწყო, გულზე ხელი შემოვირტყი და დავიწყე ჰიმნის შესრულება“ – რა ამბავს იხსენებს პატარა გოგონა საქართველო-უკრაინის მატჩიდან ?
ვრცლად