იტალიაში მყოფი ქართველი ემიგრანტი, „ნაპოლის“ ქართველ ფეხბურთელზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე საინტერესო ისტორიას ჰყვება.
“გუგლი გადაიტვირთა, რადგან მთელი იტალია ეძებს იმ სახელმწიფოს, სადაც დაიბადა ხვიჩა კვარაცხელია. პოულობენ და ვიამაყოთ, რომ ამათ თვალში მხოლოდ ბადანტეები არ დავრჩეთ. უბანში ყველა მეკითხება – იცნობთ „ხვუიჩა კუარაცხელიას“? ეს არასწორად ნათქვამი გვარ-სახელიც კი მიხარებს გულს. ვიწყებ ჩემი “კვარახჭინა” იტალიურით იმის ახსნას, რომ ის არის პატარა, ულამაზესი სახელმწიფოდან (ქართველი რომაა, უკვე იციან), სტუმართმოყვარე ერის შვილია-მეთქი (არ ვამბობ, რომ ერთმანეთი გვძულს).
ახლა ტელეფონზე ფულის ჩასარიცხად ვიყავი (10€) და იქ მომუშავე პატარა ბიჭმა ფული არ გადამახდევინა. მადლობა რომ გადავუხადე, მიპასუხა – მადლობა ხვიჩა კვარაცხელიასო. წარმატებები ხვიჩას და მადლობა”, - ამბობს ემიგრანტი geosportnews.ge-სთან.
მთელი იტალია ეძებს იმ სახელმწიფოს, სადაც დაიბადა ხვიჩა კვარაცხელია - რას ამბობს ქართველი ემიგრანტი?
23-04-2023, 11:40
კომენტარები
22-11-2024 15:02
0
ერთა ლიგის B ჯგუფში დარჩენისთვის საქართველოს ნაკრების მეტოქე ცნობილია
ვრცლად
21-11-2024 22:57
199
„ბარსას კვარა მოსწონს, თუმცა...“ - ბოლო ცნობები კატალონიიდან
ვრცლად
20-11-2024 20:12
8 537
გიორგი მიქაუტაძის შეძენა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გრანდს სურს
ვრცლად
20-11-2024 15:17
468
„ბოლო ოთხ ტურში ერთი ქულისთვის მადლობის გადახდა, არის, პირველ რიგში, შეურაცხყოფა...“ – გიორგი კეკელიძის მკვეთრი შეფასება
ვრცლად