დღის ახალი ამბები

შეთანხმება შედგა - ცნობილია, სად გააგრძელებს კარიერას ოსიმენი

შეთანხმება შედგა - ცნობილია, სად გააგრძელებს კარიერას ოსიმენი
26-04-2023, 14:01

"ნაპოლის" ერთ-ერთი ლიდერი ვიქტორ ოსიმენი, დიდი ალბათობით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "პარი სენ ჟერმენს" შეუერთდება. footmercato-ს ცნობით, ნიგერიელის აგენტმა და პარიზული კლუბის დირექტორმა ლუის კამპოსმა პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმეს.

წყაროს ცნობით, "პარტენოპეის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ოსიმენის სანაცვლოდ 150 მილიონ ევროს ითხოვს.

რამდენიმე დღის წინ გერმანულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნიგერიელს კარიერის "ბაიერნში" გაგრძელება სურდა, თუმცა პსჟ მზადაა მის შესაძენად დიდი ფინანსები გაიღოს.

შეგახსენებთ, ოსიმენი "ნაპოლის" 2020 წელს "ლილიდან " შეუერთდა. 24 წლის შემტევმა მიმდინარე სეზონში "პარტენოპეის" მაისურით 32 მატჩი გამართა,თავი კი 26 გატანილი გოლითა და 5 შედეგიანი პასით გამოიჩინა.

წყარო: sportall.ge





გაზიარება
მოინახულეს 46 460-ჯერ
კომენტარები
რეკლამა