ესპანურმა პოლიციამ მადრიდის რეალის ოთხი ფეხბურთელი არასრულწლოვანი გოგონას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების გამო დააკავა. ფეხბურთელები 16 წლის გოგონას ინტიმური შინაარსის კადრებს whatsapp-ში მეგობრებს უგზავნიდნენ.
ოთხიდან ერთი ფეხბურთელი მადრიდელთა მეორე გუნდში, კასტილიაში თამაშობს, ხოლო სამი რეალის C გუნდში ირიცხება. ამ თემასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება რეალმაც გაავრცელა, სადაც ვკითხულობთ, რომ ფეხბურთელებმა whatsapp-ში ერთ-ერთ გოგონას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გაუვრცელეს.
კლუბი გამოძიების დასრულებას დაელოდება და ამ მოთამაშეებზე გადაწყვეტილებას შემდგომში მიიღებს. შესაძლოა, ოთხივე მათგანი გუნდიდან მოკვეთონ.
დაკავებული ფეხბურთელები მოგვიანებით თავდებით გაათავისუფლეს, პოლიცია კი გამოძიებას აგრძელებს. როგორც ესპანურ პრესაში ვკითხულობთ, შესაძლოა, საქმეში სხვა ფეხბურთელებიც ფიგურირებდნენ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ფეხბურთელებს 5 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
წყარო: europop.ge/
რეალის ფეხბურთელები 16 წლის გოგონას ინტიმური ვიდეოს გავრცელების გამო დააკავეს
15-09-2023, 11:20
გაზიარება
მოინახულეს 302-ჯერ
კომენტარები

03-10-2023 14:38
136
ტუისოვას 7 წლის შვილი გარდაეცვალა - იგი ნაკრების შეკრებას არ დატოვებს
ვრცლად

03-10-2023 13:08
855
ხვიჩა კვარაცხელია "რეალთან" მატჩის წინ კომენტარს აკეთებს: "მე მატჩებზე გავიზარდე, ახლა კი ......"
ვრცლად

02-10-2023 09:57
665
რუდი გარსია "რეალთან" მატჩამდე კომენტარს აკეთებს
ვრცლად

02-10-2023 08:19
4 409
როდის და რომელ არხზე იქნება ნაპოლი-რეალის შეხვედრა ?
ვრცლად