ხვიჩა კვარაცხელიას დისკვალიფიკაციასთან დაკავშირებით კომენტარი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა გააკეთა:
"როგორც მოგეხსენებათ, 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად დარჩენილი ბოლო 3 საგზურიდან ერთ-ერთის მოსაპოვებლად მარტში საქართველო იბრძოლებს.
21 და 26 მარტს გველის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის შეხვედრები და როგორც ვიცით დანამდვილებით, 21 მარტს თბილისში ვუმასპინძლებთ ან ლუქსემბურგს, ან აზერბაიჯანის ნაკრებს და ფინალური შეხვედრა კი 26 მარტს გველის.
23 ნოემბერს გასამართ წილისყრაზე გაირკვევა, თუ რომელი ნახევარფინალის გამარჯვებული იქნება მასპინძელი ფინალურ შეხვედრაში და უნდა ვისურვოთ, რომ ფინალის მასპინძელი ჩვენი ნახევარფინალური წყვილისგამარჯვებული იყოს, რადგან ჩვენი გუნდი უფრო ძლიერია იმ გულშემატკივართან ერთად, რომელიც მას "დინამო არენის" ტრიბუნებიდან ამხნევებს ხოლმე.
სამწუხარო რეალობა გვაქვს, რომ ნახევარფინალურ მატჩში ხვიჩა კვარაცხელია ვერ დაგვეხმარება, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს გუნდს ნებისმიერი შემთხვევაში აქვს იმის რესურსი, ნახევარფინალში გაიმარჯვოს, ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალში ითამაშოს და გადამწყვეტ მატჩში უკვე ხვიჩასთან ერთად შევძლოთ იმ ოცნების ახდენა, რასაც ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაში ჰქვია."
წყარო: sportall.ge
რას აცხადებს დავით მუჯირი ხვიჩა კვარაცხელიას დისვკალიფიკაციასთან დაკავშირებით
21-11-2023, 12:00
გაზიარება
მოინახულეს 294-ჯერ
კომენტარები

06-12-2023 13:13
252
აჩი არველაძე და მაწონზე გაშვებული პაოლო მალდინი - ასე თამაშობდა ფეხბურთს ლეგენდარული ქართველი (ვიდეო)
ვრცლად

05-12-2023 16:33
272
„მილანის“ თავდამსხმელი ლეაუ, იტალიაში დაჯილდოების ცერემონიაზე ქვედაკაბით გამოცხადდა
ვრცლად

05-12-2023 13:00
261
როგორ შეხვდნენ ხვიჩა კვარაცხელია და ლუჩიანო სპალეტი ერთმანეთს? - კადრები იტალიურ მედიას იპყრობს
ვრცლად

04-12-2023 14:52
174
რა უპასუხა კრიშტიანუ რონალდუმ ჟურნალისტს, რომელმაც ჰკითხა თუ რატომ ცხოვრობდა კვლავ დედასთან ?
ვრცლად