ერთა ლიგის B დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად საქართველოს ნაკრებს მარტში სომხეთთან ორრაუნდიან დაპირისპირებაში ბრძოლა მოუწევს. მომავალი მატჩების შესახებ nakrebi.ge-სთან კომენტარი ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ვილი სანიოლმა გააკეთა:
"ერთა ლიგის პლეი-ოფში კავკასიური დერბი გველის. ორი მეზობელი ქვეყნის დაპირისპირება საინტერესო უნდა გამოვიდეს. კარგია, რომ ხანგრძლივი მგზავრობა არ მოგვიწევს. ეს იქნება ჩვენი ბოლო ოფიციალური მატჩები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყებამდე და იმედი მაქვს, მაღალ დონეზე ვითამაშებთ.
ვერ ვიტყვი, რომ მეორე მატჩის სახლში ჩატარება განსაკუთრებული უპირატესობაა. ეს ყოველთვის პირველი მატჩის შედეგზეა დამოკიდებული. არ მგონია, რომ თანამედროვე ფეხბურთში
ამას დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს. თუმცა, ვიმედოვნებ, რომ ჩვენი გულშემატკივრების მხარდაჭერით, საპასუხო შეხვედრაში მნიშვნელოვან უპირატესობას მოვიპოვებთ.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა ის, თუ რომელ ლიგაში ვართ ამჟამად, არამედ ის, თუ სად მივდივართ. ეს გრძელი, საინტერესო და ამაღელვებელი გზაა. იმედი მაქვს, მომავალში კიდევ ერთხელ გავიმეორებთ იმას, რაც უახლოეს წარსულში მოვახერხეთ".
სანიოლი: მნიშვნელოვანია სად მივდივართ - ეს გრძელი, საინტერესო და ამაღელვებელი გზაა
24-11-2024, 08:57
კომენტარები
07-12-2024 20:54
2
“ის საქართველოდანაა, გულწრფელად გეტყვით რომ…” – რა თქვა ლეგენდარულმა ხაბიბ ნურმაგომედოვმა მერაბ დვალიშვილის შესახებ
ვრცლად
01-12-2024 16:28
347
ითამაშებს თუ არა კვარაცხელია - ნაპოლის შემადგენლობა ცნობილია
ვრცლად
29-11-2024 14:30
457
თორნიკე ძოწენიძე ბოლო 3 ტურია სლოვაკეთის უმაღლესი ლიგის სიმბოლურში ხვდება
ვრცლად
28-11-2024 21:08
507
გიორგი მიქაუტაზემ ევროპის ლიგაზე პირველი გოლი გაიტანა (ვიდეო)
ვრცლად