დღის ახალი ამბები

გიორგი მამარდაშვილმა ვალენსიაში რეკორდი დაამყარა

გიორგი მამარდაშვილმა ვალენსიაში რეკორდი დაამყარა
9-02-2024, 10:57

ქართველმა მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა ესპანურ საფეხბურთო კლუბში, ვალენსიაში რეკორდი დაამყარა. მამარდაშვილმა ესპანეთის ჩემპიონატში, ლალიგაში ზედიზედ 61 შეხვედრა ჩაატარა ძირითად შემადგენლობაში, რაც ვალენსიას მეკარეებს შორის ისტორიაში ყველაზე მაღალი შედეგია.

ამ შედეგით, მამარდაშვილმა ესპანელი ყოფილი მეკარის, ხოსე მანუელ ოჩოტორენას რეკორდი მოხსნა, რომელმაც ლალიგაში, ვალენსიას ძირითად შემადგენლობაში ზედიზედ 59 მატჩი ჩაატარა. ოჩოტორენა ამჟამად ვალენსიაში მეკარეების მწვრთნელია.

გიორგი მამარდაშვილი ვალენსიაში 2021 წელს გადავიდა და ამ დრომდე, კლუბში 79 თამაშის ჩატარება მოასწრო.




გაზიარება
მოინახულეს 813-ჯერ
კომენტარები
რეკლამა