დღის ახალი ამბები

"ხვიჩას არაფერი ეტყობა მაღალი შეგნების - ის მართლაც ლაღი სოფლელი ბიჭია..." - რას წერს კვარაზე გია ეძგვერაძე?

"ხვიჩას არაფერი ეტყობა მაღალი შეგნების - ის მართლაც ლაღი სოფლელი ბიჭია..." - რას წერს კვარაზე გია ეძგვერაძე?
26-02-2024, 17:06

ხელოვანი, გია ეძგვერაძე "ნაპოლის" ქართველი გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას გავლენაზე წერს და აღნიშნავს, რომ სპორტსმენი არ უნდა იქცეს საქართველოში ლიბერალური შეგნებისთვის უკუ დინამიკად.

გია ეძგვერაძე საკითხზე თავის შეახედულებას შემდეგნაირად აფიქსირებს:
"ხვიჩას ლიბერალური პლათფორმიდან უფლება აქვს რაც უნდა იმის სწამდესო - ასეთი ხმაც კი გავიგე! ამიტომ ასეთ გაუგებრობაში უნდა ნამდვილად გავერკვეთ! 
"ის ბიჭი" არ არის ქუჩის ბიჭი, არც აიტიშნიკია და პარლამენტარიც კი არ არის! - ეს ბიჭი უნიკალური ვარსკვლავია, რომლსაც ძალები შესწევს მოხიკოს მთელი საქართველოს ბავშვები და თავისი ცხოვრების ყაიდაზე გადაიყვანოს! ეს კი უუუიდიდესი ვალდებულებაა. "ეს ბიჭი" ახალგაზრდაა და ასევე სრულიად მიამიტი და იმას ქმედებს რაც "ჩვენმა ბედოვლათმა ქართულმა გარემომ" ჩაუნერგა. აი სწორედ ეს ხვიჩას-სარკეში არეკლილი ბედოვლათი გარემო, რომ არ გახდეს მისაბაძი ჩვენი ბავშვებისთვის ამისთვისაა ბრძოლა. ხვიჩას არაფერი ეტყობა მაღალი შეგნების - ის მართლაც ლაღი სოფლელი ბიჭია და სწორედ ეს ეხმარება მას მრავალმხრივ, რომ მისი ნიჭი ესე ლაღად გაიხსნას ფეხბურთში. მაგრამ ეს სილაღეა ისიც, რომ ხვიჩა ირეკლავს იმ სიმახინჯეებს რაც ქართულ გარემოში არსებობს. ლიბერალიზმი სარკისებრ ადამიანებს არ გულისხმობს როცა პიროვნების პლათფორმის პატივისცემას აღიარებს - ის პიროვნულ/გააზრებილ არსებობას სცემს პატივს. ხვიჩასთვის იბრძვის საპატრიარქო, რომ თავისი გავლენა დაამკვიდროს ხვიჩას გავლით და ეს ნამდვილად დიდი საშიშროებაა ჩვენი ახალგაზრდებისთვის და ბავშვებისთვის. ეს ისტორია სამყაროში გაუთავებლად მეორდება. იგივე იყო კასიუს კლეიზე, რომელიც როგორც ცნობილია გახდა მუჰამედ ალი. რელიგიურმა დაჯგუფებამ ყველაფერი იღონა, რომ კასიუს კლეი ექცია მუჰამედ ალიდ! კიდევ კარგი, რომ მუჰამედს ძლიერი ინტელექტი აღმოაჩნდა (მისი "სმარტნესის" შესახებ ყველამ ვიცით) და არ იქცა "რელიგიურ რუპორად"! ხვიჩასნაირი პატარა ბიჭების აჭრა ძალიან ადვილად შეუძლიათ "რელიგიურ ვერბოვშჩიკებს" თავისი პოპულისტური ენა/იდეებით - ლიბერალური აზროვნების გაგება კი რთულია! ეს კომენტარიც კი მოწმობს ამას. ამიტომ უმნიშვნელოვანესია, რომ "ხვიჩასათვის ბრძოლა" რელიგიური ჯმუხ/უვიცების "გამარჯვებით" არ დამთავრდეს და ხვიჩა ლალბისმქმნელი  საპატრიარქოს რუპორად და ეკლესიამშენებლად არ გაფორმდეს. ეს პოლიტიკაა და პოლიტიკა "სოფთქეისი" არ არის - ამიტომ პოეტ  რატიანის შემოგინებაც კი გამოსაფხიზლებლად ცუდი არ არის. თავად ხვიჩას ცხოვრებაზე მე არანაირად არ მაქვს დარდი - დასავლეთის დინამიკა მოახერხებს და გახდის ხვიჩას დსავლელს - რუსი ვარსკვლავები (მაგალითად ტენისის) უქცევია დასავლეთს დასავლელებად - ეს კი მართლა ძნელი საქმეა - რუსის გადასავლელება! - აი ხვიჩას გავლენა კი საქართველოზე - ეს დიდი პრობლემაა! - ვარსკვლავების კერპები, მათი ფანების კერპებად მექანიკურად იქცევიან! 

ხვიჩა არ უნდა იქცეს საქართველოში ლიბერალური შეგნებისთვის უკუ დინამიკად "ერთი ნაბიჯი წინ ორი ნაბიჯი უკან".
(ჩემი დიდი თხოვნაა - გააზიარეთ ეს სტატუსი - ამ მომენტისთვის აქტუალურია.)" - წერს ეძგვერაძე.




გაზიარება
მოინახულეს 3 161-ჯერ
კომენტარები
რეკლამა