დღის ახალი ამბები

"წარმოუდგენელია, ამ გენიით არ აღფრთოვანდე! ვყვირით ყველა: კვა-რა-დო-ნა!" - რას წერენ რუსები ხვიჩაზე?

"წარმოუდგენელია, ამ გენიით არ აღფრთოვანდე! ვყვირით ყველა: კვა-რა-დო-ნა!" - რას წერენ რუსები ხვიჩაზე?
2-04-2023, 08:22

რუსები საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას გამო აღფრთოვანებას ვერ მალავენ.

რუსული სპორტული არხი "მატჩ ტვ" ქართველი სპორტსენის მიერ სერია A-ში, ერთ სეზონში თვის საუკეთესო მოთამაშის ტიტულის სამჯერ მოპოვებას შემდეგნაირად ეხმაურება:

"ხვიჩა სულ ცოტა ხნის წინ შეფრინდა იტალიის ჩემპიონატში და უკვე რეკორდი დაამყარა.

ხვიჩამ სერია A-ს ისტორიაში, ერთ სეზონში თვის საუკეთესო მოთამაშის ტიტული 3-ჯერ მოიპოვა, წინ კი 11 ტურია ისევ.

წარმოუდგენელია, ამ გენიით არ აღფრთოვანდე! ვყვირით ყველა: კვა-რა-დო-ნა!" - წერია გვერდის ოფიცილურ ფეისბუქგვერდზე.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია სერია ა-ში აგვისტოს, თებერვლისა და მარტის თვის საუკეთესო მოთამაშე გახდა, რითაც რეკორდი დაამყარა.

წყარო: tia.ge




გაზიარება
მოინახულეს 2 404-ჯერ
კომენტარები
მსგავსი საიხლეები
რეკლამა