Geo Team-თან ვრცელ და მეტად საინტერესო ინტერვიუში საქართველოს ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ განმარტა, თუ რატომ დაასახელა ფიფას წლის საუკეთესო ფეხბურთელის გამოკითხვაში პირველ ადგილზე ლიონელ მესი, მეორეზე კილიან მბაპე, მესამეზე კი ხვიჩა კვარაცხელია:
– გამოკითხვაში ხვიჩა მესამე ადგილზე გაიყვანეთ. კითხვები გაჩნდა ხალხის მხრიდან, თან ვილი სანიოლმა პირველ ადგილზე გაიყვანა…
– ვილი სანიოლის გადაწყვეტილებას მიესალმები?
– მე, როგორც ქართველი, კი…
– როგორც ქართველი? ფრანგი რომ არის და ფრანგს არ მისცა ხმა? მბაპეს? მე ჩემი არჩევანი გავაკეთე, რომ მსოფლიოში მესამე საუკეთესო ფეხბურთელი ქართველია. ძალიან სერიოზულად
ვუდგებით და პირადულად ვიღებთ. მბაპემ მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო და ოთხი გოლი გაიტანა.
– ხშირად არ გვაქვს მაგის ფუფუნება, რომ ქართველი იყოს ამ სიაში პირველი. ხომ მიხვდი, რატომ ვამბობ ამას?
– რადგან ქართველია, პირველ ადგილზე არ დავასახელე, მაგის გამო რომ შემაგინონ, რა ვიცი, მიუღებელია ჩემთვის.
– წლების წინ სოციალურ ქსელებში ერთ-ერთი ხარისხიანად ყველაზე აქტიური ფეხბურთელი გურამ კაშია დღეს არც “ფეისბუქზეა” და არც “ინსტაგრამზე”. “ფეისბუქი” გააუქმე, “ინსტაგრამზეც” ისეთი აქტიური აღარ იყავი, როგორც, ვთქვათ, წლების წინ. ერთ-ერთი მიზეზი ესეც ხომ არ იყო, რაც თქვი, რომ იმის გამო, რადგან ხვიჩა საუკეთესოდ არ დავასახელე, არ უნდა შემაგინონ? ხალხი ცუდად ხომ არ გწერდა, ან რა იყო მიზეზი?
– არა, არა. მაგის გამო რამდენიმე შემთხვევა იყო, მაგრამ მართალი გითხრა, სოციალური ქსელისგან დავიღალე, მენტალურია, მინდა ჯანმრთელობას გავუფრთხილდე. ჩემთვის მართლაც ცუდი გარემოა. მარტო ჩემ მიმართ კი არა. ნეტავ კომენტარები საერთოდ არ არსებობდეს. ცუდი ნეგატივია და ჩემზე მოქმედებს. ეს ერთი, თან იმდენ დროს გართმევს ვიდეოების ყურება და ინფორმაციების წაკითხვა, რომ ფეხბურთის ყურებისას ფეხბურთს ვეღარ ვუყურებდი, “ინსტაგრამს” ვუყურებდი, კინოსაც ვერ ვუყურებდი და დავიღალე. გავთიშე და ცხოვრება უფრო მსიამოვნებს.
წყარო – sportall.ge
“რადგან ქართველია, პირველ ადგილზე არ დავასახელე, მაგის გამო რომ შემაგინონ, რა ვიცი, მიუღებელია ჩემთვის” – გურამ კაშია ხვიჩა კვარაცხელიაზე
28-02-2024, 07:35
გაზიარება
მოინახულეს 954-ჯერ
კომენტარები
30-04-2024 08:02
133
მამარდაშვილი ბარსასთან გააძევეს (ვიდეო)
ვრცლად
29-04-2024 15:36
109
ქართველმა მოკრივემ რუს მეტოქესთან ორთაბრძოლის გაგრძელებაზე უარი თქვა - რა მოხდა ევროპის ჩემპიონატზე?
ვრცლად
28-04-2024 10:27
3 550
დასახელდა მთავარი მიზეზი, რის გამოც კვარაცხელიას ბევრი გოლი ვერ გააქვს
ვრცლად
28-04-2024 10:21
655
რა კომენტარებს წერენ იტალიელი ქომაგები ხვიჩას შესახებ, მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა რომ კვარა შესაძლოა ბარსელონაში გადავიდეს
ვრცლად