ეროვნული ნაკრების ისტორიული გამარჯვების ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელ ბუდუ ზივზივაძის დედამ, რუსუდან გეგეშიძემ გადაცემაში „პრაიმშოუ“ ბუდუს ბავშვობაზე ისაუბრა.
“ბავშვობიდან ვეუბნებოდი, რომ თუკი შენ ფეხბურთი პროფესიულ გზად აირჩიე, შენს უკან დგას ქვეყანათქო.
ის 120 წუთი ჩემთვის 120 საუკუნე იყო… მადლობა ბუდუს და ბიჭებს. თამაშს ბოლომდე ვუყურე და პენალტებზე გავედი გარეთ ვერ ვუყურებდი, ვლოცულობდი რაც კი ლოცვა ვიცოდი ყველაფერი დავიწყე.
ბავშვობაში წყნარი იყო, ახლაც წყნარი და მშვიდია, ცეკვა გამოძახილია იმისი, რაც გააკეთა.. ცეკვაზე დადიოდა ცოტა ხანი..
ძალიან პატარა იყო ჭადრაკზე შევიყვანე და საკმაოდ კარგი შედეგი ჰქონდა…
ჩვენი ბინის წინ სტადიონია და ყველა უბნის ბავშვები იქ მოდიოდნენ, და ჩემ ქმარს უთხრეს განსაკუთრებული ნიჭი აქვს და მიიყვანე პროფესიონალთან და მას შემდეგ დაიწყო და დაიწყო…
ერთი ხელით ბუდუ მიმყავდა ფეხით ვარჯიშზე და მეორე ხელში შეშა მეჭირა. მიუხედავად 90-იანი წლების საშინელი პირობებისა, ერთი ვარჯიშიც არ გაგვიცდენია..
ეს იყო მისი ოცნება, სიყვარული, რაშიც ხელი შევუწყვე და არ მეგონა, ამდენს თუ მიაღწევდა“, – ამბობს ბუდუს დედა.
“ერთი ხელით ბუდუ მიმყავდა ფეხით ვარჯიშზე და მეორე ხელში შეშა მეჭირა” – ბუდუ ზივზივაძის დედა
12-04-2024, 10:03
კომენტარები
21-11-2024 22:57
63
„ბარსას კვარა მოსწონს, თუმცა...“ - ბოლო ცნობები კატალონიიდან
ვრცლად
20-11-2024 20:12
7 357
გიორგი მიქაუტაძის შეძენა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გრანდს სურს
ვრცლად
20-11-2024 15:17
439
„ბოლო ოთხ ტურში ერთი ქულისთვის მადლობის გადახდა, არის, პირველ რიგში, შეურაცხყოფა...“ – გიორგი კეკელიძის მკვეთრი შეფასება
ვრცლად
20-11-2024 08:28
2 883
ვის და როდის შეხვდება საქართველოს ნაკრები B დივიზიონში დასარჩენად ?
ვრცლად