დღის ახალი ამბები

მამის გარდაცვალება 13 წლის ასაკში, 2 მილიონად შეფასებული სახლი, 4 შვილი და დიდი წარმატება - ყველაფერი ზაზა ფაჩულიას შესახებ

მამის გარდაცვალება 13 წლის ასაკში, 2 მილიონად შეფასებული სახლი, 4 შვილი და დიდი წარმატება - ყველაფერი ზაზა ფაჩულიას შესახებ

ალბათ, გახსოვთ ზაზა ფაჩულიას all star-ზე წარდგენამ მთელი საქართველო ერთი მიზნით გააერთიანა.

სოციალური ქსელი აჭრელებული იყო სტატუსით: #NBAVOTEZaza Pachulia. 

როგორც ზაზა ამბობს „არაფერია მარტივი“...

ზაზა ფაჩულია NBA-ს ისტორიაში შევიდა. ის ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 2016-2017 წლების ლიგის ჩემპიონია.
ზაზა ფაჩულია პირველი ქართველი კალათბურთელია, ვინც მსოფლიოს უძლიერესი საკალათბურთო ლიგის გამარჯვებული გახდა.

პატრიოტიზმი

14 წლის ვიყავი, სამშობლოდან რომ წამოვედი და მაშინვე ვთქვი, რომ მე ჩემი ქვეყნის – საქართველოს წარმომადგენელი ვიყავი. ყოველი ნაბიჯის გადადგმისას, მოედანზე ან მის გარეთ, მე საქართველოზე ვფიქრობდი. ჩემი ხალხისგან უდიდეს მხარდაჭერას ვიღებდი და ეს ხალხი იმსახურებს მსოფლიოს ჩემპიონს.

დიდი გამარჯვება

„სიტყვები არ მყოფნის! ეს არის დაუვიწყარი დღე ჩემს ცხოვრებაში. მადლობელი ვარ, რომ მომეცა იმის საშუალება, ჩემი ქვეყანა წარმომედგინა. გილოცავთ ყველას და ყველას დიდი მადლობა, ვინც გვერდში მედექით. ძალიან რთული სეზონი იყო, ძალიან რთული იყო მოგება, მაგრამ ჩვენ მაინც გავიმარჯვეთ. ძალიან ბედნიერი ვარ და ძალიან ვამაყობ, რომ ქართველი ვარ! საქართველოში ჩამოვა თასი და საქართველოში ჩამოვა ბეჭედი... საქართველო, ეს გამარჯვება შენთვის არის!“ - განაცხადა ზაზა ფაჩულიამ მას შემდეგ, რაც მისი გუნდი ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 2016/17 წლების ლიგის ჩემპიონი გახდა.

სახლი ატლანტაში

1984 წელს დაბადებული კალათბურთელი, უკვე წლებია, ამერიკაში მოღვაწეობს და ძალიან წარმატებულია.
იქვე, ატლანტაში ჰქონდა კარგა ხანს სახლი, რომელიც დალასში გადაბარგების შემდეგ გაიყიდა. ეს სახლი, თითქმის, 2 მილიონ დოლარად იყო შეფასებული, 3000-ზე მეტი კვადრატული მეტრის ფართით, რამდენიმე საძინებლით და დიდი ბაღით.

ზაზას დედა, მარინა კოდუა:

„მაშინ ძმა, მამა და ქმარი ერთდროულად გამომეცალნენ ხელიდან. მარტო დავრჩი შვილთან, რომელსაც გარდატეხის ასაკი ჰქონდა და მამა ყველაზე მეტად სჭირდებოდა. ეს ყველაზე რთული პერიოდი იყო ჩვენთვის. ამ დროს ზაზას დაენიშნა ხელფასი – 300 დოლარი და 14 წლის ასაკში თავი უკვე კაცი ეგონა.
ფიქრობდა, რომ ყველაფერი იცოდა. ჩემთვის ეს ძალიან რთული იყო, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერში კაცობდა, მაინც ყველანაირად ბავშვი იყო. იმ პერიოდში თურქეთში ვიყავით და, მახსოვს, შარვლის ჩაცმას მიკრძალავდა. მთელი თურქეთი შარვლით დადიოდა და მარტო მე მეცვა კაბა – რაღაც ხომ უნდა აეკრძალა! ახლა ამაზე სიცილით კვდება.
„იმედის“ გადაცემას შეწირული ოჯახი, რომანი გიორგი ყიფშიძესთან და დაპირისპირება დუტა სხირტლაძესთან - ნატა გულიაშვილის სკანდალები

კალათბურთის აკადემია

ბავშვობიდან მქონდა სურვილი, რომ ჩემი სახელობის აკადემია გახსნილიყო საქართველოში, მაგრამ, გამოცდილებამ მიმიყვანა ერთ დასკვნამდე: ეს რომ განვახორციელო, საქართველოში უნდა ვიყო, თავად ვაკონტროლო და ყველაფერი ისე გავაკეთო, როგორც სწორად მიმაჩნია.

მეუღლე

ალბათ, ზაზას გვერდით ყოფნას ნებისმიერი ქალი იოცნებებდა. თუმცა მხოლოდ ერთს, „სუხიშვილების“ ერთ-ერთ სოლისტს, თიკა ალავიძეს გაუმართლა.
მათი წყვილი ბევრისთვის სამაგალითოა.
„ერთი წელი ვიყავით შეყვარებულები. ამ პერიოდის მანძილზე, მას იშვიათად ვხედავდი, მაგრამ ყოველთვის აქტიური კომუნიკაცია გვქონდა. ერთ დღესაც... ამერიკიდან დამირეკა, ჩამოდი, ხელი მოვაწეროთ-ო.

დაურეკა მამაჩემსაც და ასე, სპონტანურად გადავწყვიტეთ, ჩვენი ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადაგვეყვანა.
„მარიამი რომ დაიბადა, ზაზამ ძალიან ლამაზი საჩუქარი გამიკეთა. სახლის წინ „ბეემვე-X6” დამახვედრა.
ეს მანქანა ძალიან მინდოდა, რაც ზაზამაც იცოდა. თუმცა, მიყიდე-მეთქი, არასდროს მითხოვია. მყავდა სხვა მანქანა და იმითაც ძალიან კმაყოფილი ვიყავი. სამშობიაროდან რომ დავბრუნდი, სახლის წინ „X6” დამხვდა დიდი „ბანტით“. ისე გამიხარდა, უბედნიერესი ვიყავი“.

შვილები

ზაზას 4 შვილი ჰყავს.
10 წლის წინათ გავიცანი ერთი ადამიანი, რომელიც ერთ წელიწადში ჩემი მეუღლე გახდა - თიკა ალავიძე. იგი გმირია იმიტომ, რომ სამი შვილი მაჩუქა; გმირია იმიტომ, რომ მე მიძლებს; გმირია იმიტომ, რომ მეოთხე შვილი უნდა გამიჩინოს, ამიტომაც ვერ ჩამოვიდა ამერიკიდან. იგი ბოლომდე მიგებს, ასეთ სიტუაციაშიც ესმის, რომ საქართველოს ვჭირდები, ნაკრებს უნდა დავეხმარო ევროპის ჩემპიონატზე, - ეს სიტყვები ზაზა ფაჩულიამ 2017 წელს თქვა.

ცოლისთვის გაკეთებული სიურპრიზი

თიკას საკმაოდ კარგი კარიერა ჰქონდა, სანამ მე გამომყვებოდა ცოლად – „სუხიშვილებში“ ცეკვავდა, ერთ-ერთი სოლისტი იყო. სამწუხაროდ, ამ ყველაფერს ოჯახის სიყვარულის გამო თავი დაანება. თუმცა, ბოლომდე არ მოწყდა ამ სფეროს, მას ატლანტაში თავისი სტუდია აქვს, სადაც კვირაში ერთხელ ბავშვებს ცეკვის გაკვეთილს უტარებს. ძირითადად, ქართველი ემიგრანტი ბავშვები დადიან. ყველა კმაყოფილია ბავშვებიც, მშობლებიც და რა თქმა უნდა, თიკაც – თავის საყვარელ საქმეს აკეთებს, რაც ძალიან დიდი პლუსია. მეც ბედნიერი ვარ, რომ თიკას თავის სფეროში ვხედავ. 

წყარო: digest.pia.ge




გაზიარება
მოინახულეს 1 208-ჯერ
კომენტარები
მსგავსი საიხლეები
  1. "ბევრი იმედგაცრუება, მძიმე მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში, დედისა და ძმების დაკარგვა" - ქართველ ძალოსანთა ტრიუმფის მთავარი შემოქმედის პირადი ცხოვრება, მამის კვალზე წასული ვაჟები და ულამაზესი ქალიშვილები
  2. უცნობი ისტორია ზვიადაურზე, რომელიც აქამდე არავის სმენია
  3. "ბევრი იმედგაცრუება, მძიმე მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში, დედისა და ძმების დაკარგვა" - ქართველ ძალოსანთა ტრიუმფის მთავარი შემოქმედის პირადი ცხოვრება, მამის კვალზე წასული ვაჟები და ულამაზესი ქალიშვილები
  4. სტიქაროსნობიდან ძიუდომდე - ლაშა შავდათუაშვილის რთული გზა წარმატებისკენ და ოჯახური იდილია
  5. მამის გარდაცვალება 13 წლის ასაკში, 2 მილიონად შეფასებული სახლი, 4 შვილი და დიდი წარმატება - ყველაფერი ზაზა ფაჩულიას შესახებ
რეკლამა