დღის ახალი ამბები

"იმ ფეხბურთელის მომავალს, რომელსაც "ნაპოლისთან" კონტრაქტი აკავშირებს, მამები და აგენტები არ წყვეტენ. ამ ყველაფერს წყვეტს "ნაპოლი" - იტალიური გუნდი ჯუღელის განცხადებას ეხმაურება

"იმ ფეხბურთელის მომავალს, რომელსაც "ნაპოლისთან" კონტრაქტი აკავშირებს, მამები და აგენტები არ წყვეტენ. ამ ყველაფერს წყვეტს "ნაპოლი" - იტალიური გუნდი ჯუღელის განცხადებას ეხმაურება
17-06-2024, 08:42



საფეხბურთო კლუბი "ნაპოლი" ხვიჩა კვარაცხელიას აგენტის, მამუკა ჯუღელისა და მამის, ბადრი კვარაცხელიას განცხადებას ოფიციალური განცხადებით პასუხობს.

 ჯუღელმა ერთ-ერთი გადაცემის ეთერში თქვა, რომ პრიორიტეტი ჩემპიონთა ლიგის გუნდია, თუმცა ევროპის ჩემპიონატის დასრულებას ელოდება და კვარაცხელიასთან საუბარს არ ჩქარობს

 "კვარაცხელიას აგენტის, მამუკა ჯუღელისა და მისი მამის, ბადრი კვარაცხელიას განცხადებებს ვეხმაურებით და ვაცხადებთ, რომ ფეხბურთელს კლუბთან კიდევ 3-წლიანი კონტრაქტი აკავშირებს. კვარაცხელია არ იყიდება. იმ ფეხბურთელის მომავალს, რომელსაც "ნაპოლისთან" კონტრაქტი აკავშირებს, მამები და აგენტები არ წყვეტენ. ამ ყველაფერს წყვეტს "ნაპოლი". ამბის დასასრული"  ნათქვამია "ნაპოლის" განცხადებაში.

წყარო:  europop





კვარა კვარაცხელია kvara ნაპოლი napoli ჯუღელი მამუკა ჯუღელი
გაზიარება
მოინახულეს 1 996-ჯერ
კომენტარები
რეკლამა