დღის ახალი ამბები

მოგების უფრო დიდი შანსი ჩეხეთის ნაკრებს აქვს. იმედი მაქვს, 3 ქულა ჩვენ დაგვრჩება - ჩეხეთის ნაკრების კაპიტანი

მოგების უფრო დიდი შანსი ჩეხეთის ნაკრებს აქვს. იმედი მაქვს, 3 ქულა ჩვენ დაგვრჩება - ჩეხეთის ნაკრების კაპიტანი
6-09-2024, 22:58

საქართველოში გასამართი უეფას ერთა ლიგის 2024/25 წლების სეზონის საწყისი მატჩის წინ, ჩეხეთის ნაკრების კაპიტანმა, ტომას სოუჩეკმა შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

„საქართველოსთან ხვალინდელ შეხვედრასთან დაკავშირებით ისეთივე მოლოდინი მაქვს, როგორც ევრო 2024-ის თამაშამდე. ვიცი, რომ საქართველოში ხალხს ფეხბურთი ძალიან უყვარს და ბილეთები მალევე გაიყიდა. ასეთ ატმოსფეროში კი კარგ თამაშს ველი.
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოსთან ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა, ბევრი კარგი მომენტი შევქმენით და მოგების დიდი შანსი იყო. მაგრამ ეს ფეხბურთია და ყველაფერი ხდება. საქართველო კონტრშეტევებზე ძალიან ძლიერი გუნდია და ხვალ ყურადღებას ამასაც მივაქცევთ.

თბილისში კარგი განწყობით ჩამოვედით და მატჩთან დაკავშირებით ახალი სტრატეგიული გეგმა გვაქვს.
რას ვიტყვი მამარდაშვილზე? ის ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო მეკარე იყო და „ლივერპულში“ ტრანსფერს ნამდვილად იმსახურებდა. პროფესიონალი რომ არის, ეს ჩვენთან შეხვედრაში წარმოაჩინა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩემი აზრით, მოგების უფრო დიდი შანსი ჩეხეთის ნაკრებს აქვს. იმედი მაქვს, 3 ქულა ჩვენ დაგვრჩება. საამისოდ მაქსიმუმს გავაკეთებთ“.
საქართველოს ნაკრები ჩეხეთს 7 სექტემბერს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს. მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

წყარო: tia.ge




გაზიარება
მოინახულეს 122-ჯერ
კომენტარები
რეკლამა