დღის ახალი ამბები

ყველაფერს გავაკეთებთ, ქართველმა გულშემატკივარმა რომ იამაყოს - გიორგი ქოჩორაშვილი

ყველაფერს გავაკეთებთ, ქართველმა გულშემატკივარმა რომ იამაყოს - გიორგი ქოჩორაშვილი
21-06-2024, 23:55

"ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ქართველმა გულშემატკივარმა თავი ამაყად იგრძნოს" - ამის შესახებ კომენტარი საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ნახევარმცველმა, გიორგი ქოჩორაშვილმა ხვალინდელი მატჩის წინ გააკეთა.

საქართველოს ეროვნული გუნდის ნახევარმცველმა, გიორგი ქოჩორაშვილმა ჩეხეთთან ევრო 2024-ის მეორე ტურის მატჩის შესახებ ისაუბრა.
„ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ყოფნა ნიშნავს, რომ თამაშისთვის მზად ვართ. ყველა გუნდი ჩვენ წინააღმდეგ შემტევ ფეხბურთს თამაშობს და ჩვენც შევეცდებით, როგორც ყოველთვის, თავი დავიცვათ და ვიბრძოლოთ.

ფეხბურთი ომს აჩერებს, ჩვენ გვიყვარს ეს სპორტი და ასეთ დონეზე თამაშის შანსი გვაქვს, რაც საქართველოს ისტორიაში პირველად მოხდა. ვფიქრობ, ყველა ქართველი ბედნიერია და დროა, შეხვედრაზე ვიფიქროთ, იმაზე, რაც ხვალ გველოდება. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქართველმა გულშემატკივარმა იამაყოს.
რთული თამაში იქნება, მაგრამ მზად ვართ. აქამდე შრომით, თავდაჯერებითა, ყოველდღიური ვარჯიშით მოვედით. მოედანზე ისე არ უნდა გავიდე, როგორც ბრძოლის ველზე, არამედ ამ ყველაფრით უნდა ვისიამოვნო. როდესაც საქმიდან სიამოვნებას იღებ, ყველაფერი ძალიან მაღალ დონეზე გამოგდის. ჩემი დანიშნულებაც ესაა, ვისიამოვნო და თანაგუნდელებს დავეხმარო. მწვრთნელს ვეთანხმები, მხოლოდ შედეგისთვის არ ვთამაშობთ. მთავარია, მოედანზე მაქსიმუმი გავიღოთ და ვნახოთ, რა შეგვიძლია.
შორიდან დარტყმები ჩვენც გამოგვდის. მაგალითად, მე ყოველდღე ვმუშაობ, რომ ეს კომპონენტი დავხვეწო. თუ შორიდან დარტყმის შესაძლებლობა მომეცემა, ვეცდები, გოლი გავიტანო. დიდად არ მიყვარს ჩემი მეტოქის თამაშის ყურება, მაქსიმუმ, 5-10 წუთით დავაკვირდე და გავიგო, რას წარმოადგენს“, – ამბობს გიორგი ქოჩორაშვილი.

წყარო: tia.ge




გაზიარება
მოინახულეს 292-ჯერ
კომენტარები
რეკლამა