ქართველი მცველი თორნიკე ძოწენიძე ბოლო 3 შეხვედრაა სლოვაკეთის უმაღლესი ლიგის ტურის სიმბოლურ ნაკრებში ხვდება.
თორნიკე სხვადასხვა პორტალებმა (Sofascore, Opta) სლოვაკეთის ჩემპიონატის ლიდერების, “ჟილინას”, “დუნაისკა სტრედასა” და “სპარტაკ ტრნავას” წინააღმდეგ გამოარჩიეს.
ძოწენიძე “ზემპლინ მიხალოვცეს” ღირსებას იცავს და ძირითადის უცვლელი წევრია. “მიხალოვცემ” ნოემბერში სატურნირო მდგომარეობა შედარებით გაიუმჯობესა და 12-გუნდიან ლიგაში ახლა მე-9 პოზიციაზეა. გუნდს შანსი აქვს, როგორც, საჩემპიონო, ასევე, გასავარდნ პლეი-ოფში მოხვდეს.
ძოწენიძე “დინამოს აკადემიის” აღზრდილია. სლოვაკეთში წასვლამდე “თელავსა” და გორის “დილაში” ასპარეზობდა.
თორნიკე 25 წლისაა და ვილი სანიოლს ნამდვილად შეუძლია, როცა ნაკრების დაცვის ხაზის გადახალისება დაიწყება, შანსი მისცეს.
კომენტარები
07-12-2024 20:54
2
“ის საქართველოდანაა, გულწრფელად გეტყვით რომ…” – რა თქვა ლეგენდარულმა ხაბიბ ნურმაგომედოვმა მერაბ დვალიშვილის შესახებ
ვრცლად
01-12-2024 16:28
347
ითამაშებს თუ არა კვარაცხელია - ნაპოლის შემადგენლობა ცნობილია
ვრცლად
29-11-2024 14:30
457
თორნიკე ძოწენიძე ბოლო 3 ტურია სლოვაკეთის უმაღლესი ლიგის სიმბოლურში ხვდება
ვრცლად
28-11-2024 21:08
507
გიორგი მიქაუტაზემ ევროპის ლიგაზე პირველი გოლი გაიტანა (ვიდეო)
ვრცლად