22 ივნისს საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მეორე მატჩს გამართავს, რომელშიც ჩეხეთს დაუპირისპირდება. მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:
"მთავარია, ჩვენ როგორ ვითამაშებთ. დაშვებული შეცდომები არ უნდა გავიმეოროთ. მეტოქის შესახებ ბევრი რამ ვიცით, მისი ძლიერი და სუსტი მხარეები. ჩვენი პრობლემა არა მოწინააღმდეგე, არამედ ჩვენივე დისციპლინით თამაშია. თუ ჩვენს მებრძოლ ხასიათს გამოვავლენთ, ყველაფერი გამოგვივა.
ხანდახან ახალი ენერგიისათვის შემადგენლობაში ცვლილებების განხორციელებაა აუცილებელი. დაზუსტებით ვერ გეტყვით, თუმცა ცვლილებები იქნება.
მამარდაშვილის მეტოქის საჯარიმოში ჩასვლა? დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა 1:2 წავაგებდით თუ 1:3-ს. შეიძლებოდა გოლი გაგვეტანა. რისკი არსებობდა და მეკარეს ამის უფლება ჰქონდა".
სანიოლს კითხვა დაუსვეს ბუდუ ზივზივაძესთან დაკავშირებით:
"გუნდში დიდი კონკურენციაა, მიქაუტაძემ ძალიან კარგად ითამაშა პირველი მატჩი და ბუდუს ბევრი დრო ამიტომ არ ეძლევა, მაგრამ მან მუშაობა უნდა გააგრძელოს, კონკურენცია გუნდისთვის ყოველთვის კარგია“ - თქვა სანიოლმა.
ასევე კომენტარი გააკეთა თურქეთთან მატჩის დროს მამარდაშვილის კარიდან გამოსვლაზე და თქვა, რომ მეკარეს უფლება ჰქონდა გუნდს შეტევაში დახმარებოდა.
"ჩვენთვის დიდი განსხვავება არ იყო, 1:2-ს წავაგებდით თუ 1:3-ს. რისკი იყო, ჩვენი და თურქეთის მხრიდანაც, მაგრამ გოლის გატანის შანსი გვქონდა. ფეხბურთში ბალანსი მნიშვნელოვანია, თუ გინდა კარგი შეტევა, თავიც კარგად უნდა დაიცვა და პირიქით" - აღნიშნა მან.
წყარო: ambebi.ge
"ბუდუმ მუშაობა უნდა გააგრძელოს, გუნდში დიდი კონკურენციაა“ - რა თქვა სანიოლმა ჩეხეთთან მატჩის წინ?
22-06-2024, 09:31
კომენტარები
22-11-2024 23:04
550
გიორგი მამარდაშვილი ახალდაბადებული შვილის პირველ ფოტოს აქვეყნებს
ვრცლად
22-11-2024 15:02
927
ერთა ლიგის B ჯგუფში დარჩენისთვის საქართველოს ნაკრების მეტოქე ცნობილია
ვრცლად
21-11-2024 22:57
277
„ბარსას კვარა მოსწონს, თუმცა...“ - ბოლო ცნობები კატალონიიდან
ვრცლად
20-11-2024 20:12
9 602
გიორგი მიქაუტაძის შეძენა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გრანდს სურს
ვრცლად