საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის ევროპული თავგადასავალი გრძელდება. მერვედფინალის პირველ მატჩს საქართველო ესპანეთთან კელნში 50 000-ის ტევადობის სტადიონზე გამართავს.
„ჯვაროსნებმა” გერმანიის საგზურის მოპოვებისთვის, UEFA-სგან 9,25 მილიონი ევრო უკვე მიიღეს.
ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე თითოეული გამარჯვება მილიონ, ხოლო ფრე ნახევარ მილიონ ევროდ ფასობს. შესაბამისად, ეროვნულ ნაკრები 1.5 მლნ ევროს მიიღებს ჩეხეთთან ნათამაშები ფრის და პორტუგალიასთან მოგებული თამაშის გამო.
რაც შეეხება ისტორიის კიდევ ერთ ახალ ფურცელს, მერვედფინალში გასვლისთვის ნაკრები 1.5 მილიონს მიიღებს
უეფას გარდა საქართველოს ნაკრები თანხას ფონდო ქართუსგანაც მიიღებს, ფონდი „ქართუ“ ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გასვლისთვის საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს 30 მილიონ ლარს გადასცემს, – ამის შესახებ ფონდმა განცხადება 23 აპრილს გაავრცელა, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს საფეხბურთო ნაკრები EURO 2024-ზე ითამაშებდა.
გარდა ამისა, ფონდი “ქართუს” განცხადებით, ქვეჯგუფიდან გასვლის შემდეგ ყოველი შემდეგი მატჩის მოგებისთვის ნაკრები დამატებით კიდევ 30 მლნ ლარს მიიღებს.
უეფას თანხებს რომ დავუბრუნდეთ , მეოთხედფინალისთვის – 2.5 მლნ ევროა დაწესებული, ნახევარფინალისთვის კი – 4 მლნ.
ფინალში დამარცხებული გუნდი დამატებით 5 მილიონი ევროთი დასაჩუქრდება, გამარჯვებული კი – 8 მილიონით.
წყარო: digest.ge & bpn.ge
სოლიდური პრიზი გვერგო – რა თანხას მიიღებს საქართველო ჯგუფიდან გასვლისთვის ?
27-06-2024, 11:40
კომენტარები
20-11-2024 20:12
1 553
გიორგი მიქაუტაძის შეძენა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გრანდს სურს
ვრცლად
20-11-2024 15:17
257
„ბოლო ოთხ ტურში ერთი ქულისთვის მადლობის გადახდა, არის, პირველ რიგში, შეურაცხყოფა...“ – გიორგი კეკელიძის მკვეთრი შეფასება
ვრცლად
20-11-2024 08:28
2 380
ვის და როდის შეხვდება საქართველოს ნაკრები B დივიზიონში დასარჩენად ?
ვრცლად
20-11-2024 01:05
3 748
ვინ არის ლუკა ხარატიშვილი, რომელმაც საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპაზე გაიყვანა ?
ვრცლად