დღის ახალი ამბები

"დედაჩემმა მთელი ცხოვრება მე მომიძღვნა. მშიერი წვებოდა, რომ მე მეჭამა. ფული არ გვქონდა, კვირაში 7 დღე და ღამე დამლაგებლად მუშაობდა, რომ ფეხბურთზე მევლო და მეთამაშა" - კრიშტიანუ რონალდუ დედის შესახებ საუბრობს

"დედაჩემმა მთელი ცხოვრება მე მომიძღვნა. მშიერი წვებოდა, რომ მე მეჭამა. ფული არ გვქონდა, კვირაში 7 დღე და ღამე დამლაგებლად მუშაობდა, რომ ფეხბურთზე მევლო და მეთამაშა" - კრიშტიანუ რონალდუ დედის შესახებ საუბრობს
30-06-2024, 08:47

ერთხელ კრიშტიანუ რონალდუს ჰკითხეს, რატომ ცხოვრობს დედასთან, მიუხედავად იმისა, რომ მილიონობით შემოსავალი და ყველა პირობა აქვს, რომ ცალკე, დამოუკიდებლად იცხოვროს. მან კი ჟურნალისტებს ისეთი პასუხი გასცა, რამაც უამრავ მკითხველს დადებითი ემოციები აჩუქა და ცრემლი მოჰგვარა:

5-1705607588.jpg
წლების წინ კრიშტიანუს რონალდუს ოჯახი სიღარიბეში ცხოვრობდა და ფინანსური სირთულეების წინაშე იდგა. ცნობილ ფეხბურთელს კი დედა განსაკუთრებით უყვარს, რომელსაც თავდადებისა და სიყვარულის მაგალითად თვლის და ამბობს, რომ მან მის გამო უამრავი რამ გაწირა და მოიკლო.
მარტოხელა დედა, მარია ავეირო დაუღალავად მუშაობდა, რომ საკუთარ ოჯახზე ეზრუნა. ხშირად საკვების გარეშე რჩებოდა და ცდილობდა, კრიშტიანუსათვის არაფერი მოეკლო. რონალდუ ამბობს, რომ დედამ ყველაზე დიდი მოტივაცია მისცა და რომ არა მისი თავდადება და მხარდაჭერა, ის იქ არ იქნებოდა, სადაც ახლაა.
9-1705607624.jpg
რონალდუ ამბობს: "დედაჩემმა მთელი ცხოვრება მე მომიძღვნა. მშიერი წვებოდა, რომ მე მეჭამა. ფული არ გვქონდა, კვირაში 7 დღე და ღამე დამლაგებლად მუშაობდა, რომ ფეხბურთზე მევლო და მეთამაშა."
ამიტომ, ცნობილი ფეხბურთელი დედის ამაგს არ ივიწყებს. ახლა, როცა ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და მდიდარი ადამიანია, დედას ყველა პირობას უქმნის, რომ ბედნიერად იცხოვროს და არაფერი მოაკლდეს.
1-1705607638.jpg
კრიშტიანუ რონალდუმ ერთხელ დედას დაბადების დღე ამ სიტყვებით მიულოცა: "მსოფლიოში საუკეთესო დედას, ნამდვილ მებრძოლს, რომელიც ყოველთვის მასწავლიდა, რომ არ დავნებებულიყავი, საუკეთესო ბებიას, დაბადების დღეს ვულოცავ. დედა, ძალიან მიყვარხარ! გკოცნი."
2-1705607660.jpg
დღეს რონალდუ ცდილობს, დედასთან რაც შეიძლება, მეტი დრო გაატაროს და მას ბედნიერი დღეები აჩუქოს. მის მიმართ სიყვარულის გამოხატვას არასოდეს ერიდება და ყოველთვის აღნიშნავს, რომ ის მისთვის მისაბაძი მაგალითია.
4-1705607676.jpg

წყარო: beaumonde.ge




გაზიარება
მოინახულეს 565-ჯერ
კომენტარები
რეკლამა